„იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 512
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.023068
512
20/10/2021
ვებგვერდი, 20/10/2021
010240010.10.003.023068
„იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №512

2021 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/11/2018, 010240010.10.003.020831) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხელშეკრულებით/მემორანდუმით დადგენილ ვადაში და პირობებით ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა, გამოიწვევს დამრღვევი პროექტის განმახორციელებელი პირისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს წინასამშენებლო ან/და სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 0,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა, მთავრობის სახელით სამინისტრო უფლებამოსილია, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელი ოდენობის თანხა გამოითხოვოს საბანკო გარანტიიდან. საბანკო გარანტიის ოდენობის შემცირების შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, 30 კალენდარული დღის ვადაში შეავსოს საბანკო გარანტია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი