დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის N44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 149/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 20/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.18.011.016597 |
|
„
საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ასევე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 27-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებით (სსმ, 30, 19/03/2010) დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია კომერციული ბანკების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 20 ოქტომბერს. |
|
დანართი №2
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები