დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-2191/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 12/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტოს დირექტორის
ბრძანება № 02-2191/ო
2021 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაიცეს სს „მეგა ლაბზე“ (ფაქტიური მისამართი: ქ.თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქ. №23) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის“ დანართი „აუტოფსიური საქმიანობა“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: სს „მეგა ლაბის“ დირექტორის მ. დოლიძის განცხადება: №95163, 01.10.2021 წ.
ადგილზე შემოწმების აქტი – №ლ/ნ 1407-142, 11.10.2021 წ.
დირექტორი ზაალ კაპანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები