სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-2169/ო
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 08/10/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2021
სარეგისტრაციო კოდი
02-2169/ო
08/10/2021
ვებგვერდი, 21/10/2021
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანება №02-2169/ო

2021 წლის 8 ოქტომბერი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1.  გაიცეს შპს „მედიელიტზე“  (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402189485; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. N16, კორპ. N2, მე-2 სართული)  „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი:

შპს „მედიელიტი“ დირექტორის, ნ. კეპაშვილის    განცხადებები: N85124  01.09.2021წ.;   N85907  03. 09.2021წ.;  N86316  06.09.2021 წ.  

ადგილზე შემოწმების აქტი: № ლ/ნ 1385-141   05.10.2021 წ.

ზეპირი მოსმენის ოქმი: №10,  08.10.2021 წ.

დირექტორი                                                ზაალ კაპანაძე