დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.018093 |
|
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-40 მუხლის 47-ე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, 2021 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას წარუდგინოს იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი, რომელზეც გამოაცხადებს მომდევნო სასწავლო წლისათვის მიღებას, ჩასაბარებელი საგნების მითითებით. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამოწმებს დაწესებულების მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის პირველი ნოემბრისა, დამოწმებულ ინფორმაციას აგზავნის ცენტრში. ცენტრი სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს 2021 წლის 5 ნოემბრისა, განათავსებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები