დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 აპრილის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017166 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 აპრილის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 აპრილის №54 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 26/04/2018, 140130000.22.034.016746) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3 დეპარტამენტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით.“. 2. მე-5 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) უზრუნველყოფს საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვას და პერიოდულ გადახედვას; აგრეთვე, სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცეში, საზღვრისპირა რეგიონებში არსებული ვითარების შესწავლასა და ანალიზს;“. 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ ქვეპუნქტი: ,,დ1 ) საზღვრის მართვისა და კოორდინაციის სამმართველო;“. 4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) ,,ფ“-,,ჩ“ და ,,ძ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) ,,წ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჭ“ ქვეპუნქტი: ,,ჭ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“. 6. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,გ“-,,ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“. 8. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: ,,მუხლი 101 1. საზღვრის მართვისა და კოორდინაციის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) საზღვრის მართვის პოლიტიკის დაგეგმვისა და რისკების შეფასების განყოფილება; ბ) სასაზღვრო მონიტორინგის განყოფილება; გ) მგზავრთა მონაცემების დამუშავებისა და ოპერატიული მხარდაჭერის განყოფილება. 2. საზღვრის მართვისა და კოორდინაციის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში: ა) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, ერთიანი ხედვისა და მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების მიზნით, პერიოდულად შეიმუშავებს საზღვრის მართვის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას; ბ) საზღვრის მართვის განვითარების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით თანამშრომლობს არასამთავრობო და სამთავრობო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან; გ) საზღვრის მართვის პროცესში ჩართულ ანალიტიკურ დანაყოფებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს საზღვარზე არსებული მდგომარეობისა და რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვას და პერიოდულ გადახედვას; დ) შეისწავლის და აანალიზებს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცეში, საზღვრისპირა რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, საფრთხეებსა და რისკფაქტორებს; ე) სასაზღვრო რისკების შეფასებისა და შესაბამისი ანალიტიკური პროდუქტების შემუშავების მიმართულებით, კოორდინაციას უწევს საზღვრის მართვის პროცესში ჩართული ანალიტიკური დანაყოფების საქმიანობას; ვ) გასცემს რეკომენდაციებს საზღვრის მართვის ეფექტიანობის დონის გასაუმჯობესებლად და ახდენს მათი შესრულების მონიტორინგს; ზ) სხვადასხვა უწყებების მოთხოვნის საფუძველზე, ამუშავებს და გასცემს ინფორმაციას ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისთვის შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა საზღვრის კვეთის შესახებ, ახორციელებს სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებულ პირთა მონაცემების რეგისტრაციას და შემდგომ ადმინისტრირებას; თ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე გასცემს შესაბამის რჩევას; ი) „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ ამზადებს და გასცემს დასკვნას; კ) „პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, გასცემს ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით პირადობის ნეიტრალური მოწმობის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ; ლ) სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების საჭიროებათა შესაბამისად, ამუშავებს საჰაერო გადამზიდველის მიერ მიწოდებულ მგზავრის წინასწარ მონაცემებს; მ) ახდენს მგზავრთა წინასწარ შეფასებას მათ დაგეგმილ ჩამოფრენამდე იმ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, რომლებიც საჭიროებენ დამატებით შესწავლას სამინისტროს ამოცანების შესაბამისად; ნ) სადღეღამისო რეჟიმში ახორციელებს ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში არსებული ინფორმაციის უფლებამოსილ პირებზე გაცემას, აგრეთვე, გაცემული ინფორმაციისა და ინფორმაციის მომთხოვნი უფლებამოსილი პირების შესახებ, აწარმოებს რეესტრს; ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცემს ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ და აწარმოებს შესაბამის სტატისტიკურ კვლევებს, ამასთან, სამინისტროს სისტემის დანაყოფების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ მომართვათა შესაბამისად გასცემს ინფორმაციას; პ) სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ამუშავებს სამსახურებრივი საჭიროების მქონე ინფორმაციას; ჟ) ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 3. ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს სამმართველოების შემადგენლობაში შემავალ განყოფილებებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 9. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) იღებს გადაწყვეტილებას სამმართველოს უფროსისათვის დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციაზე ხელის მოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ;“. 10. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები