„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 966-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 010030000.04.001.018014
966-VIმს-Xმპ
02/11/2021
ვებგვერდი, 05/11/2021
010030000.04.001.018014
„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010030000.05.001.017899) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 ნოემბერი 2021 წ.

N966-VIმს-Xმპ