დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 979-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 100030010.05.001.020403 |
|
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. ამ კოდექსის 602 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 663 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 72-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე მსჯავრდებულის/ბრალდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება პენიტენციური დაწესებულების ხარჯით. მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.“. 2. 551 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. გამომძიებლის/პროკურორის მიერ მსჯავრდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება მსჯავრდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე.“. 3. 663 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ გარკვეული რაოდენობის სატელეფონო ნომერზე, რომლებშიც არ შედის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის და მსჯავრდებულის ადვოკატის სატელეფონო ნომრები. მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.“. 4. 718 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.“. 5. 79-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე.“. 6. 82-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულს/ბრალდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.“. 7. 88-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულს/ბრალდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.“. მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში განსაზღვროს მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
თბილისი, 2 ნოემბერი 2021 წ. N979-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები