“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 06/09/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 95, 07/09/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 08/01/2002
სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.004.958
  • Word
78
06/09/2001
სსმ, 95, 07/09/2001
310.010.000.11.115.004.958
“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.004.958

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №78

2001 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებულ “ საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის” ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ტვირთის მოზიდვის მიზნით, “სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებულ“ საქართველოს რკინიგზის  სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-10 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით: “7. ფოთი, ბათუმი-გარდაბანი და უკუმიმართულებით, საფრახტო წლის განმავლობაში ერთი გადამზიდავის (ექსპედიტორის)  მიერ 150 ათასი ტონაზე მეტი მშრალი ტვირთის (მათ შორის ბოქსიტის ცალკე) სატრანზიტო გადაზიდვისას დადგინდეს მოცულობითი ტარიფი – ყოველ ერთ ტონაზე დადგენილი ტარიფის 15 პროცენტი ფასდათმობით. ამასთან, გადაზიდული ტვირთების დადგენილ მოცულობაში ჩაითვალოს მიმდინარე საფრახტო წელს წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლამდე გადაზიდული  ტვირთიც, ხოლო შეღავათიანი ტარიფი გავრცელდეს ტვირთზე, რომელიც გადაიზიდება ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან”.

2. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის  “ა) ნავთობი და ნავთობპროდუქტები” ქვეპუნქტის ბოლო აბზაცი  გაუქმდეს და ჩამოყალიბდეს ახალი შემდეგი რედაქციით: “ერთი წლის განმავლობაში, სადგურ გარდაბნიდან  სადგურ  ბათუმამდე,  ერთი გადამზიდავის (ექსპედიტორის) მიერ 500 ათასიდან ერთი მილიონ ტონამდე “ნავთობპროდუქტების” საერთაშორისო გადაზიდვისას დადგინდეს მოცულობითი ტარიფი – ყოველ ერთ ტონაზე დადგენილი ტარიფის 15 პროცენტი ფასდათმობით, ხოლო ერთ მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვისას – დადგენილი ტარიფის 20 პროცენტი ფასდათმობით”.

3. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ა) ნავთობი და ნავთობპროდუქტები” ქვეპუნქტს დაემატოს ახალი აბზაცი შემდეგი რედაქციით: “საფრახტო წლის განმავლობაში, სადგურ გარდაბნიდან  სადგურ  ბათუმამდე, ერთი გადამზიდავის (ექსპედიტორის) მიერ 500 ათასიდან ერთ მილიონ ტონამდე “ნავთობპროდუქტების” საერთაშორისო გადაზიდვისას დადგინდეს მოცულობითი ტარიფი – ყოველ ერთ ტონაზე დადგენილი ტარიფის 15 პროცენტი ფასდათმობით, ხოლო ერთ მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვისას – დადგენილი ტარიფის 20 პროცენტი ფასდათმობით. ამასთან, გადაზიდული “ნავთობპროდუქტების” დადგენილ მოცულობაში ჩაითვალოს მიმდინარე საფრახტო წელს წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლამდე გადაზიდული  ტვირთიც, ხოლო შეღავათიანი ტარიფი გავრცელდეს ტვირთზე, რომელიც გადაიზიდება ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან”.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი      ბ. დარჯანია