დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017165 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებული წესის 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 59. წოდებების ვადამდე მინიჭება 1. სამინისტროს მოსამსახურეს, წახალისების სახით, სამსახურის გავლის პერიოდში მორიგი წოდება შეიძლება მიენიჭოს ვადაზე ადრე. 2. წოდების ვადამდე მინიჭება სამსახურის გავლის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული წოდებების ჩათვლით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. ვადამდე სპეციალური და სამხედრო წოდების მინიჭებამდე სამინისტროს მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე. 4. გამონაკლის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული დამსახურებისათვის მოსამსახურეს შეიძლება ვადამდე მორიგი წოდება მიენიჭოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე. 5. სპეციალური და სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ დამსახურებად ითვლება: ა) დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი; ბ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულება; გ) საბრძოლო მომზადებისას ან საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისას შეიარაღებული კონფლიქტების დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმი და თავდადება; დ) სამინისტროს მიერ წარმატების მიღწევაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა, მათ შორის, სამხედრო სამსახურის სანიმუშოდ შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები