„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017164
62
15/10/2021
ვებგვერდი, 18/10/2021
040030000.22.034.017164
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №62

2021 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2013, 040030000.22.034.016238) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესდების:

1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, ამტკიცებს აკადემიაში მოქმედ მარეგულირებელ წესებს;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, ამტკიცებს აკადემიაში მსმენელად მისაღები პირებისათვის ტესტირებისა და გასაუბრების ჩატარების წესებს და განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას;“.

2. 28-ე და 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 28. მსმენელის უფლება-მოვალეობები

აკადემიის მსმენელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, მათ შორის აკადემიის რექტორის ბრძანებით, რომელიც მტკიცდება კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.

მუხლი 29. მსმენელის სტატუსის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა და აღდგენა

1. მსმენელის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი განისაზღვრება  აკადემიის რექტორის ბრძანებით, კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.

2. მსმენელის სტატუსის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა ან აღდგენა ხორციელდება აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ახლიდან გამოცემა, კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური