მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 75/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016603
75/2021
16/10/2021
ვებგვერდი, 18/10/2021
010210010.15.008.016603
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №75/2021

2021 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 53-ე მუხლის პირველი პუნქტით ცესკოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმა წარედგინოს არაუგვიანეს 18 ოქტომბრისა.
მუხლი 3
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით ცესკოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი დაფინანსება გამოიყოს ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე. 
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი

პროგრამული კოდი ხარჯთაღრიცხვა  სულ
(ლარი) 
06 04 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია      11,653,000
  ხარჯები           11,653,000
  შრომის ანაზღაურება             7,135,000
  საქონელი და მომსახურება             3,017,000
  სხვა ხარჯები             1,501,000
06 04 01 არჩევნების ჩატარების ღონისძიებები      11,382,000
  ხარჯები           11,382,000
  შრომის ანაზღაურება             7,033,000
  საქონელი და მომსახურება             2,848,000
  სხვა ხარჯები             1,501,000
06 04 02 არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება           271,000
  ხარჯები                271,000
  შრომის ანაზღაურება                102,000
  საქონელი და მომსახურება                169,000