დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 26 ივლისის №40/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74/2021 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 16/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210010.15.008.016602 |
|
„საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 26 ივლისის №40/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 26 ივლისის №40/2021 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 27/07/2021, 010210010.15.008.016568) შევიდეს ცვლილება და დადგენილების:
1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელახლა დათვლის შედეგების აქტის/აქტების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია იღებს შემდეგ განკარგულებას: ა) საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის/ოქმების უცვლელად დატოვების შესახებ; ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის/ოქმების მონაცემების დანართის (ხელახლა დათვლის შედეგების აქტის/აქტების) შესაბამისად, შეცვლის შესახებ.“. 2. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი: „მუხლი 111 1. ამ დადგენილებით განსაზღვრული წესები მოქმედებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურზე, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული წილისყრის ჩატარების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სათითაოდ იღებს. მთვლელის ფუნქციას ასრულებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ის 2 წევრი (ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული 1 წევრი და პარტიების მიერ დანიშნული 1 წევრი), რომლებსაც რიგითობის შესაბამისად პირველად განესაზღვრებათ მთვლელის ფუნქცია. წილისყრა ტარდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. მთვლელის ფუნქცია წილისყრით არ შეიძლება განესაზღვროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მდივანს და შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. წილისყრით გამოვლენილი მთვლელების რიგითობას განსაზღვრავს ამ დადგენილების მე-4 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი. 3. თუ წილისყრით გამოვლენილი საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, ან არ გამოცხადდება ხელახლა დათვლის პროცესზე, მთვლელის ფუნქციას საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 4. იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში/ოლქებში, სადაც საარჩევნო უბნების რაოდენობა ხუთს არ აღემატება, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა გადაითვალოს საარჩევნო ბიულეტენები, თუ წარდგენილია საჩივარი კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის/საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის თაობაზე. ამ პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ საარჩევნო უბანზე/საარჩევნო უბნებზე, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მეორე ტურთან ერთად იმართება თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველის თემის მერის არჩევნების მეორე ტური. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები