„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №55/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 72/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016600
72/2021
16/10/2021
ვებგვერდი, 18/10/2021
010210010.15.008.016600
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №55/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №55/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №72/2021

2021 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №55/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექს“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №55/2021 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 24/08/2021, 010210010.15.008.016583) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

„მუხლი 171

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისას გამოიყენება ამ დადგენილებით განსაზღვრული წესები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წილისყრას სხდომაზე ატარებს შესაბამისი ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დაუსწრებლად კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი