დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №54/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71/2021 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 16/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210010.15.008.016599 |
|
„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №54/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №54/2021 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 24/08/2021, 010210010.15.008.016582) შევიდეს ცვლილება და დადგენილების 21-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:
„მუხლი 211. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის საჭირო ღონისძიებები და ვადები 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის გამოიყენება საარჩევნო კოდექსის 761 მუხლით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 2. საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არსებული საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრს (წევრებს) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება. 3. პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არსებული საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრი (წევრები). 4. უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს უფლება აქვთ, საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, 2021 წლის 20 ოქტომბრის 18 საათამდე დანიშნონ ან/და შეცვალონ საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრი/წევრები, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს უფლება აქვთ, 2021 წლის 26 ოქტომბრის 18 საათამდე დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრი/წევრები, თუ დანიშნული წევრი ვაქცინირებულია არასრულად მაინც. 6. ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, ცესკოს მდივანს 2021 წლის 20 ოქტომბრის 18:00 საათამდე, საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით დადგენილი წესით წარუდგინონ დამკვირვებელთა/წარმომადგენელთა ახალი/დამატებითი სიები რეგისტრაციისთვის/აკრედიტაციისთვის. 7. საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები და ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული პირები ვალდებული არიან 2021 წლის 21 ოქტომბრის 10:00 საათიდან საარჩევნო უბნის გახსნამდე გაიარონ სავალდებულო კარანტინი შესაბამის საკარანტინე სივრცეში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული პირები საკარანტინე სივრციდან ტრანსპორტით პირდაპირ უნდა გამოცხადნენ პენიტენციურ დაწესებულებაში არჩევნების დღის დილის 7 საათზე. 8. საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები და ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული პირები ვალდებული არიან 2021 წლის 29 ოქტომბერს ჩაიტარონ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაზე (COVID-19) PCR ტესტი. ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში დაიშვებიან მხოლოდ სავალდებულო კარანტინის გავლისა და უარყოფითი PCR ტესტის ჩატარების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 9. საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრი ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე პენიტენციურ დაწესებულებაში დაიშვება, თუ აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) ვაქცინირებულია არასრულად მაინც; ბ) წარადგენს 2021 წლის 29 ოქტომბერს ჩატარებული უარყოფითი PCR ტესტის ჩატარების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს; გ) პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე ჩაიტარებს სწრაფი ანტიგენის ტესტს და ტესტის პასუხი იქნება უარყოფითი. 10. საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრების PCR-სა და სწრაფი ანტიგენის ტესტის ჩატარების ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრად არჩევის/დანიშვნის შემდგომ, არასაპატიო მიზეზით წევრობაზე/წევრის ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მასზე გაწეული ხარჯები ანაზღაურდება ამ პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული პირების სავალდებულო PCR ტესტის ჩატარების ხარჯები ანაზღაურდება თვით ამ პირთა მიერ. 11. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილების შესაბამისად არაუგვიანეს 2021 წლის 27 ოქტომბრისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ამომრჩევლების სპეციალურ სიას. 12. არჩევნების მეორე ტურისთვის არ გამოიყენება ცესკოს 2012 წლის 13 ივლისის №75/2012 განკარგულებით განსაზღვრული პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირების პირობები და წესი. 13. დაევალოს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრთა/დამკვირვებელთა/წარმომადგენელთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია გადაუგზავნოს პენიტენციურ სამსახურს. 14. დაევალოს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს პენიტენციურ დაწესებულებებში არჩევნების მეორე ტურის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები