დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №53/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70/2021 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 16/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210010.15.008.016598 |
|
„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №53/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №53/2021 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი - www.matsne.gov.ge, 24/08/2021, 010210010.15.008.016581) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საჭირო ღონისძიებები და ვადები 1. ამ დადგენილებით განსაზღვრული ამომრჩევლების თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის გამოიყენება საარჩევნო კოდექსის 761 მუხლით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 2. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ერთისა და იმავე მუნიციპალიტეტის საზღვრებშია განთავსებული. 3. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა, ამავე პუნქტით განსაზღვრულ პირთა სია, მათი კომპეტენციის ფარგლებში, ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით ცესკოს უნდა გადასცენ 2021 წლის 22, 24 და 25 ოქტომბერს (განახლებებისა და ცვლილებების გათვალისწინებით). 4. ცესკოს უფლება აქვს, ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებებიდან, ამავე პუნქტით განსაზღვრულ პირთა სია, საჭიროებისამებრ, გამოითხოვოს და მიიღოს მოთხოვნიდან 1 დღის ვადაში. 5. თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს (+995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0”), 2021 წლის 23 ოქტომბრიდან 2021 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე. ამ პუნქტით განსაზღვრული განცხადებების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების შედგენის მიზნით. 6. ცესკო არაუგვიანეს 2021 წლის 27 ოქტომბრისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ამომრჩეველთა სპეციალურ სიას. 7. ამ დადგენილების მე-5 მუხლის საფუძველზე შედგენილ გადასატან საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩეველი თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს და მას ეძლევა თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი. 8. ცესკოს მიერ არჩეული სპეცჯგუფის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეცჯგუფის წევრი (წევრები). 9. თუ არჩევნების მეორე ტურის დღეს აღმოჩნდება, რომ არსებული სპეცჯგუფის შემადგენლობა ვერ უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას, შესაბამისი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ იკრიბება და განკარგულებით არსებულ შემადგენლობას ამატებს სპეცჯგუფის იმდენ წევრს, რამდენიც უზრუნველყოფს კენჭისყრის ჩატარებას. 10. უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს უფლება აქვთ, საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით დადგენილი წესით, 2021 წლის 25 ოქტომბრის 18 საათამდე დანიშნონ ან/და შეცვალონ სპეცჯგუფის წევრი/წევრები. 11. ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, ცესკოს მდივანს 2021 წლის 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე, ამ დადგენილებით დადგენილი წესით წარუდგინონ დამკვირვებელთა/წარმომადგენელთა ახალი/დამატებითი სიები რეგისტრაციისთვის/აკრედიტაციისთვის. 12. არჩევნების მეორე ტურისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრების გამოსავლენად ახალი წილისყრა არ იმართება და არჩევნების მეორე ტურში პირველი ტურისთვის წილისყრით გამოვლენილ სპეცჯგუფის წევრებს ავტომატურად ენიჭებათ აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება. 13. არჩევნების მეორე ტურის დღეს, თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ სპეცჯგუფის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა ან სპეცჯგუფის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, ან არ გამოცხადდება არჩევნების მეორე ტურის დღეს, სპეცჯგუფის სხვა წევრისთვის/წევრებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს სპეცჯგუფის თავმჯდომარე.”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები