ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 69/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016597
69/2021
16/10/2021
ვებგვერდი, 18/10/2021
010210010.15.008.016597
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №69/2021

2021 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის  მე-2-ე პუნქტის, 761 მუხლის 23-ე პუნქტის, 199-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის, აკრძალულია უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს. პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების ან გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლებელია პირის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის განხორციელება.

მუხლი 2. უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირება

 

უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების შემთხვევაში, პარტიას უფლება აქვს, მის ნაცვლად დაუყოვნებლივ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის სხვა წევრი.

მუხლი 3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირება
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების შემთხვევაში, მის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს დაუყოვნებლივ დანიშნოს სხვა წარმომადგენელი.

მუხლი 4. საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის სხვა წევრის/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის კენჭისყრის შენობაში დაშვება
კენჭისყრის დღეს ამ დადგენილების მე-2-მე-3 მუხლების საფუძველზე დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის სხვა წევრი/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კენჭისყრის შენობაში დაიშვება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენისა და შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ.

მუხლი 5. საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრისთვის ფუნქციის მინიჭება
ამ დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის თავმჯდომარე.

მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი
1. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.



კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი