დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 505 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/10/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.023064 |
|
„ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2019, 240110000.10.003.021503) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციისა და ფუტკრის იდენტიფიკაციის სპეციალური წესი“ (დანართი №5).“. 2. დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №5. 3. დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის ზოგადი წესის“: ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი: „ფ) სკა − კონსტრუქცია, მათ შორის, ხის მორისაგან დამზადებული კონსტრუქცია, რომელშიც მოთავსებულია ფუტკრის ოჯახი, ჩვეულებისამებრ აღჭურვილი ჩარჩოებით, საფრენით, დასათბუნებელი მასალით, ხის ან სხვა მასალის საკუჭნაოთი.“; ბ) მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. სააგენტომ ყოველწლიურად უნდა განახორციელოს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული საფუტკრე მეურნეობების არანაკლებ 1%-ის სახელმწიფო კონტროლი, რომლის დროს მოწმდება საფუტკრე მეურნეობაში არსებული ყველა სკა.“; გ) მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი: „მუხლი 171. შემზღუდავი ღონისძიებები საფუტკრე მეურნეობისთვის თუ საფუტკრე მეურნეობა ვერ აკმაყოფილებს „საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციისა და ფუტკრის იდენტიფიკაციის სპეციალური წესით“ განსაზღვრულ ვერცერთ მოთხოვნას, სააგენტო უფლებამოსილია, აკრძალოს ამ საფუტკრე მეურნეობიდან/საფუტკრე მეურნეობაში ფუტკრის ოჯახების გადაადგილება.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
„დანართი №5
საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციისა და ფუტკრის იდენტიფიკაციის სპეციალური წესი |
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი ეფუძნება „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის ზოგად წესს“ (დანართი №1) და ადგენს სპეციალურ მოთხოვნებს საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციის, ასევე ფუტკრის იდენტიფიკაციის მიმართ.
მუხლი 2. საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაცია 1. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიმართოს სააგენტოს. 2. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შემთხვევაში პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიმართოს სააგენტოს 7 დღის ვადაში. 3. პასუხისმგებელმა პირმა ფუტკრის ოჯახების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უნდა აცნობოს სააგენტოს ყოველი წლის: ა) 30 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით არსებული რაოდენობის შესახებ − არაუგვიანეს 30 აპრილისა; ბ) 30 აპრილიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით არსებული რაოდენობის შესახებ − არაუგვიანეს 30 ოქტომბრისა.
მუხლი 3. ფუტკრის იდენტიფიკაცია 1. ფუტკრის იდენტიფიკაცია ხდება ჯგუფური საიდენტიფიკაციო ნომრით, რომელიც ენიჭება ფუტკრის ოჯახს, ერთი სკის ფარგლებში. 2. ფუტკრის იდენტიფიკაციას ახდენს პასუხისმგებელი პირი ან მომვლელი, სკის თვალსაჩინო ადგილზე საფუტკრე მეურნეობის სარეგისტრაციო ნომრისა და ფუტკრის ჯგუფური საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით. 3. იმ შემთხვევაში, თუ სკაში იმყოფება რამდენიმე ფუტკრის ოჯახი, ჯგუფური საიდენტიფიკაციო ნომრის შემდეგ ემატება ტირე და რიცხვი, რომელიც შეესაბამება სკაში არსებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობას. 4. სარეგისტრაციო და საინდენტიფიკაციო ნომრები სკაზე დაიტანება საღებავით, დადამღვით, მუდმივი ლამინირებული სტიკერით ან ნომრიანი აბრით, რომელიც უნდა იძლეოდეს სკაზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას და უნდა იქნეს დატანილი ისე, რომ არ მოხდეს მისი შეცვლა, სკების რაოდენობის ან/და პასუხისმგებელი პირის/მომვლელის ცვლილების მიუხედავად.“. |
დოკუმენტის კომენტარები