დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 504 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023060 |
|
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მრგვალი ხე-ტყე (მორი) – ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული მერქნული რესურსისა)) მქონე მერქნული რესურსი.“; ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ხე-მცენარე – მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული მერქნული რესურსი და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსი.“; გ) მე-4 − 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დამზადების ადგილი – სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გამოყოფილი ტყეკაფი ან სახელმწიფო ტყის სხვა ტერიტორია, ასევე სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია, სადაც მოხდა ხე-ტყის/ხე-მცენარის მოპოვება ან სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გამოყოფილი ტყეკაფი ან სახელმწიფო ტყის სხვა ტერიტორია, სადაც მოხდა ხე-ტყის ნარჩენის ათვისება. 5. ხე-ტყის დატვირთვის ადგილი – ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, ტყითსარგებლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების მფლობელისთვის სახელმწიფო ტყეში საქმიანობის განსახორციელებლად გადაცემული სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტული ადგილმდებარეობა, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებული შიგა წყლების ნაპირების (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) კონკრეტული ადგილმდებარეობა, სადაც უნდა განხორციელდეს ხე-ტყის/ხე-მცენარის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა. 51. ხე-ტყის ნარჩენის დატვირთვის ადგილი − ხე-ტყის ნარჩენის ათვისების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების მფლობელისთვის სახელმწიფო ტყეში საქმიანობისთვის გადაცემული სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტული ადგილმდებარეობა, სადაც უნდა განხორციელდეს ხე-ტყის ნარჩენის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა.“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-10 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამისი ფორმის სტამბური წესით დაბეჭდვას უზრუნველყოფს საქართველოს ტყის კოდექსის 21-ე მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანო. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის დაბეჭდვისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნუმერაციის განსაზღვრა ხორციელდება შემდეგი პრინციპის გათვალისწინებით:“; ბ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლარი გაცემიდან (შევსებიდან) არაუმეტეს 72 საათისა უნდა ჩაბარდეს სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამის ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტის ჩაბარებიდან არაუმეტეს 72 საათისა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების დადგენილი წესით ასახვას და მატერიალური სახის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლარის ატვირთვას. საშეშე ხე-ტყეზე გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი არაუმეტეს 7 კალენდარული დღისა ბარდება სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამის ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტის ჩაბარებიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღისა ელექტრონულ სისტემაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების დადგენილი წესით ასახვას და მატერიალური სახის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლარის ატვირთვას. იმ შემთხვევაში, თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში არასწორად ან არასრულყოფილადაა ასახული ინფორმაცია, სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი ორგანოს ან მისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის დადგენილი წესით გაუქმების, მის ნაცვლად ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და ელექტრონულ სისტემაში ასახვის თაობაზე.“; გ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება ხორციელდება მორის ერთ-ერთ გადანაჭრელზე. ფირნიში მორზე მაგრდება სპეციალური ჩაქუჩით, რის შედეგადაც ფირნიშის მჭრელი ფეხები ბოლომდე უნდა ჩამაგრდეს მორში. იმ შემთხვევაში, თუ მარკირების შემდეგ მორსა და ფირნიშს შორის დარჩა სიცარიელე (ფირნიში ბოლომდე არ არის ჩამაგრებული მორში), ასეთი ფირნიში ითვლება დაზიანებულად, იგი ექვემდებარება მორიდან ამოღებას, ხოლო მორი მარკირდება თავიდან, ახალი ფირნიშით. მარკირების პროცესში დაზიანებული სპეციალური ფირნიში ბარდება სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს, მისი დაზიანებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა, ხოლო ლიცენზიანტის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელის შემთხვევაში – დეპარტამენტის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში.“; დ) 25-ე და 26-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „25. იმ შემთხვევაში, თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში შეცდომა აღმოჩენილ იქნა ხე-ტყის დამზადების ან დატვირთვის ადგილიდან ტრანსპორტირების დაწყების შემდგომ, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაუქმების ან/და ახალი დოკუმენტის შევსების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს. 26. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით გაუქმებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლარი (ასევე მეორე ეგზემპლარი, მისი არსებობის შემთხვევაში) უნდა გადაიხაზოს ჯვარედინად და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაუქმების მიზეზის მითითებით, შესაბამისად ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-18 პუნქტით დადგენილ შესაბამის ვადებში ჩაბარდეს სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს ან დეპარტამენტის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.“; ე) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „29. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოების შესაბამის თანამშრომლებს, რომელთაც აქვთ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის (შევსების) ან ელექტრონულ სისტემაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების ასახვის ან/და მატერიალური სახით ატვირთვის უფლებამოსილება, ამ რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის, დადგენილი წესით, შესაძლებელია, დაეკისროთ დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ შეცდომა დაშვებულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-3, მე-4 (მე-4 რეკვიზიტის მე-4 გრაფის (მორის მოცულობა) გარდა) ან მე-9 გრაფებში.“. 3. მე-6 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე საქართველოს ტყის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ შესაბამისი წარმოშობის დოკუმენტის გაცემა, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირთა უფლება-მოვალეობები“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია ხე-ტყის დამზადების ბილეთი.“; გ) მე-5 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლით დადგენილ შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხდება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების ან ხე-ტყის დატვირთვის ადგილიდან ტრანსპორტირების დაწყებამდე. ამასთან, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას:“. 4. 61 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 61. სახელმწიფო ტყიდან ათვისებული ხე-ტყის ნარჩენის ტრანსპორტირებაზე სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ტყიდან ხე-ტყის ნარჩენის ტრანსპორტირებაზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) მოითხოვოს ხე-ტყის ნარჩენის (მათ შორის, ადგილზე დაქუცმაცებული ნარჩენის) გამოტანის უფლებისა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესაბამისი სანებართვო დოკუმენტი, გადახდის ქვითარი), ასევე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში დასაფიქსირებელი შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, მონაცემები სატრანსპორტო საშუალებისა და გადამზიდავი პირის შესახებ); ბ) შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული ხე-ტყის ნარჩენის მოცულობა; გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ: გ.ა) არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი; გ.ბ) ხე-ტყის ნარჩენის დატვირთვის ან დამზადების ფაქტობრივი ადგილი არ შეესაბამება სანებართვო დოკუმენტებს.“. 5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 8. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის, ასევე მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, დადგენილ შემთხვევებში, მათზე სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა 1. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის, ასევე მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების, მათ შორის: კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილკენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა (ქ. თბილისის შემთხვევაში – ადგილწარმოშობის ცნობა ან წერილობითი დოკუმენტი), რომელიც, ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის კანონიერად წარმოშობის დადასტურების მიზნით, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილი (მისამართი, ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით) და მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების შემთხვევაში); ბ) მიღებული მორების რაოდენობა, თითოეული მორის სახეობა (ჯიში), სიგრძე (მ), წვრილი და მსხვილი თავის დიამეტრები (სმ), ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების (მწვანე ნარგავების) შემთხვევაში, უნდა მიეთითოს დაინტერესებული პირის რეკვიზიტები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი), მისი არსებობის შემთხვევაში; გ) ხე-მცენარეების (მწვანე ნარგავების) მესაკუთრის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი). 2. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსიდან, ასევე მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებიდან (მწვანე ნარგავებიდან), მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობებიდან (გარდა სხვა ხილკენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) მიღებული წვრილი თავის ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრისა და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის ტრანსპორტირების მიზნით, სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება. ამასთან, სახერხ საამქროში შეტანის მიზნისთვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ექვემდებარება ხე-მცენარეებიდან (მწვანე ნარგავებიდან) (მათ შორის, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე სხვა ხილკენკროვანი სახეობებიდან) მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და წვრილი თავის ბოლოდან 4 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის ხე-მცენარე, გარდა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსი. ამ შემთხვევებში, დაინტერესებული პირი ვალდებულია, დადგენილი წესით, გადაიხადოს სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დადგენილი მომსახურების საფასური და მიმართოს სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გაცემული ადგილწარმოშობის ცნობა (ქ. თბილისის შემთხვევაში – ადგილწარმოშობის ცნობა ან წერილობითი დოკუმენტი), რომელიც უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ინფორმაციას. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება განაცხადის წარდგენიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. 4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი ვალდებულია: ა) მოითხოვოს წარმოშობის დოკუმენტში დასაფიქსირებელი მონაცემების ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, მონაცემები სატრანსპორტო საშუალების, გადამზიდავი პირისა და დანიშნულების ადგილის შესახებ); ბ) შეამოწმოს ხე-მცენარეების დამზადების ადგილი, დამზადებული ხე-მცენარეების ოდენობა და სახეობა; გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ ხე-მცენარეების დამზადების ადგილი, სახეობა (ჯიში) და სხვა მონაცემები არ შეესაბამება მათი ადგილწარმოშობის ცნობაში ასახულ მონაცემებს. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) შესაბამისად. 6. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას: ა) სავალდებულოა ყველა რეკვიზიტის შევსება, გარდა დოკუმენტის მე-3 რეკვიზიტისა, რომელიც გადაიხაზება Z-ით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირება არ ხორციელდება დოკუმენტის შევსებისთანავე, მე-6, მე-7, მე-8 რეკვიზიტები არ ივსება და გადაიხაზება Z-ით; ბ) მარკირებული მერქნული რესურსის სიგრძე (მ), წვრილი და მსხვილი თავის დიამეტრი (სმ), მოცულობა (მ3) სახეობის (ჯიშის) მიხედვით, ასევე შესაბამისი სპეციალური ფირნიშის ნომრები აისახება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-4 რეკვიზიტში მოცემულ ცხრილში. ამასთან, ამავე რეკვიზიტში მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოცულობის მითითება სავალდებულო არ არის (გარდა მოსარგებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში), გარდა №13 დანართით დაანგარიშებული მოცულობებისა. ხოლო ჯირკის (ფესვებით) ტრანსპორტირების შემთხვევაში, მსხვილი თავის დიამეტრის გრაფაში მიეთითება ციფრი – 0; გ) დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში მიეთითება სააგენტოში შესული დაინტერესებული პირის განცხადების, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) ნომერი, გარდა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსისა; დ) დოკუმენტის ყველა რეკვიზიტი ივსება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ; ე) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს. 7. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ. 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის/ხე-მცენარეების ამ მუხლით განსაზღვრული რეგულირების მიზნით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ, ამ მუხლისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევებში, დაინტერესებული პირი მიმართავს აჭარის სატყეო სააგენტოს.“. 6. მე-10 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 10. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სახელმწიფო ტყის სტატუსი (მათ შორის, სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირების შედეგად, სახელმწიფო ტყის საზღვრებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში განხორციელებული ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყესა და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) ტყის მართვის ორგანოს მიერ მოპოვებულ ძირნაყარ მერქნულ რესურსზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სახელმწიფო ტყის სტატუსი (მათ შორის, სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე), განხორციელებული ჭრების, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში განხორციელებული ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყესა და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) ტყის მართვის ორგანოს მიერ მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის ტრანსპორტირების დაწყებამდე სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ფირნიშებით მარკირება ამ მუხლით დადგენილი წესით.“; გ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. აკაციის სახეობის მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირების შემთხვევაში, სპეციალური ფირნიშით მარკირებას ექვემდებარება წვრილი თავის ბოლოდან 20 სანტიმეტრისა და მეტი დიამეტრის მქონე აკაციის სახეობის მერქნული რესურსი.“; დ) მე-3 − მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ჭრების განხორციელებისას მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ფირნიშებით მარკირება განხორციელდება განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ჭრების განმახორციელებელი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მიეთითება მოპოვებული რესურსის მოცულობა (სახეობების) ჯიშების მიხედვით, ხე-ტყის განთავსების ადგილი. 4. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), ასევე იმ ფართობზე, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სახელმწიფო ტყის სტატუსი (მათ შორის, სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ჭრების განხორციელებისას მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ფირნიშებით მარკირება განხორციელდება ჭრების განმახორციელებელი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც უნდა მიეთითოს მოპოვებული რესურსის მოცულობა, სახეობების (ჯიშების) მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი. 5. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სახელმწიფო ტყის სტატუსი (მათ შორის, სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრებისა და განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ფირნიშებით მარკირების მიზნით, დაინტერესებული პირი მიმართავს სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, მიმართავს აჭარის სატყეო სააგენტოს. 6. საქართველოს ტყის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყესა და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) ტყის მართვის ორგანოს მიერ მოპოვებულ ძირნაყარ მერქნულ რესურსზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ფირნიშებით მარკირება განხორციელდება დადგენილი წესით, ჭრების განხორციელების ან ძირნაყარი მერქნული რესურსის გამოტანის შესახებ საქართველოს ტყის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.“; ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ შემთხვევებში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) შეამოწმოს ხე-ტყის ოდენობის შესაბამისობა სათანადო დოკუმენტში (წერილობით მიმართვაში ან მოთხოვნაში) ასახულ მონაცემებთან; ბ) მოითხოვოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამის რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაცია; გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე: გ.ა) თუ არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი ან ხე-ტყის სახეობა (ჯიში) ან/და მოცულობა არ შეესაბამება წერილობით მიმართვაში ან განცხადებაში არსებულ მონაცემებს; გ.ბ) ხე-ტყის დამზადების ადგილი არ არის გასუფთავებული ხე-ტყის დამზადების ნარჩენებისაგან (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).“; ვ) მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „ა) დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი ორგანოს სახელწოდება;“; ზ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ (გარდა ამ პუნქტში მითითებული გამონაკლისისა). ამასთან, ბოძზე, სარსა და ჭიგოზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტების შევსება ხორციელდება შემდეგი წესით: ა) დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი ორგანოს სახელწოდება;
ბ) ივსება მხოლოდ მე-3 რეკვიზიტი, რომლის პირველ გრაფაში, გ) დოკუმენტის მე-2 ეგზემპლარი გადაეცემა ბოძის, სარისა და ჭიგოს გადამზიდავ პირს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემ უფლებამოსილ პირს; დ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტებში ასახული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს.“. 7. მე-13 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის, ასევე მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებიდან მიღებული და მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირებისას, ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია, თან იქონიოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ხოლო მწვანე ნარგავების ან ხე-მცენარეებიდან მიღებული არამარკირებული ხე-ტყის ტრანსპორტირებისას, სავალდებულოა ამ რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა (ქ. თბილისის შემთხვევაში – ადგილწარმოშობის ცნობა ან წერილობითი დოკუმენტი).“; ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ ჩაითვლება ხე-ტყე, რომელსაც ამ რეგლამენტის შესაბამისად არ აქვს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით. 10. გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული ხე-ტყისა, ასევე უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ ჩაითვლება ხე-ტყე, რომელსაც არ აქვს სათანადო დოკუმენტი, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), ასევე მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა (ქ. თბილისის შემთხვევაში – ადგილწარმოშობის ცნობა ან წერილობითი დოკუმენტი), იმპორტირებული ხე-ტყის შემთხვევაში – ხე-ტყის იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყის გასხვისების შემთხვევაში – სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია, ან დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით.“. 8. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე;“. 9. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების ელექტრონული რეგისტრაცია სავალდებულოა, განხორციელდეს მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ჩამოტვირთვის დასრულებამდე. აღნიშნულ შემთხვევაში, ელექტრონულ ჟურნალში აისახება შემდეგი მონაცემები: მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების თარიღი და დრო; მრგვალი ხე-ტყის (მორის) მფლობელის, შემომტანი პირისა და სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები; მიღებული მორების რაოდენობა. აღნიშნული მონაცემების შეტანისა და შენახვის შემდგომ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების რეგისტრაცია ითვლება დასრულებულად, ენიჭება მიღების უნიკალური ნომერი და თარიღი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტოს მიერ განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსის ელექტრონული აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით განკარგვის (გაცემის) შემთხვევაში, მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირებისას, თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში დანიშნულების ადგილად მითითებულია სახერხი საამქრო, ელექტრონულ ჟურნალში მრგვალი ხე-ტყის (მორის) მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემების ნაცვლად მიეთითება იმ პირის მონაცემები, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი მრგვალი ხე-ტყე (მორი);“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები