„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 140070000.22.034.017162
60
11/10/2021
ვებგვერდი, 12/10/2021
140070000.22.034.017162
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №60

2021 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №59 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03.07.2019, 140070000.22.034.016886) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურეს, რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა ქალაქში, რაიონში ან დასახლებულ პუნქტში, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლასა და ბინის დაქირავებასთან, ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში, ბინის დაქირავებისას, ოჯახის თითოეულ წევრზე (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით (შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით), საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვიური კომპენსაციის სახით შეიძლება მიეცეს არაუმეტეს:

ა) ქ. თბილისში

ოჯახის გარეშე

370 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

240 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

180 ლარი

ბ) სხვა ქალაქებში

ოჯახის გარეშე

240 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

160 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

120 ლარი

გ) სხვა დასახლებულ პუნქტებში

ოჯახის გარეშე

160 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

100 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

80 ლარი

“;                    

ბ) მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ მოსამსახურისთვის ბინის დაქირავებას ახორციელებს სამსახური, ბინის ქირის ღირებულება განისაზღვრება სამსახურსა და გამქირავებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური