დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/09/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 06/09/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320.110.000.11.115.004.956 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.11.115.004.956
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №77
2001 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის №279 ბრძანებულებით დამტკიცებულ, “საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-2 პარაგრაფის „თ” ქვეპუნქტის და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის 1999 წლის 24 მარტის №01/27 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების შესახებ დებულების” 1-ლი მუხლის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2001 წლის 10 სექტემბრიდან დადგენილ და გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში შემდეგი ნიმუშების საქართველოს საფოსტო მარკები:
ა. რიწის ტბა 1 მარკა – ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 29X42 მმ; ნომინალური ღირებულება 0,4 ლარი; მარკის ტირაჟი 100 ათასი, აქედან 40 ათს. ბუკლეტების (სასუვენირო ფურცლები) სახით.
ბ. ბორჯომის პარკი 1 მარკა – ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 29X42 მმ; ნომინალური ღირებულება 0,8 ლარი; მარკის ტირაჟი 100 ათასი., აქედან 40 ათს. ბუკლეტების (სასუვენირო ფურცლები) სახით.
2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.
მ. ადეიშვილი
მარკა №284 მარკა №285
ნომინალი 0,4 ლარი ნომინალი 0,8 ლარი

ბუკლეტი (სასუვენირო ფურცელი)

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები