„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ს-65
დოკუმენტის მიმღები სსიპ - აწარმოე საქართველოში
მიღების თარიღი 05/10/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2021
სარეგისტრაციო კოდი
ს-65
05/10/2021
ვებგვერდი, 08/10/2021
„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ - აწარმოე საქართველოში
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის

ბრძანება №ს-65 

2021 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის  „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის №ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ (შემდგომში – სააგენტო) დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალოს სააგენტოს მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).

სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი   მიხეილ ხიდურელი

 

დანართი

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები

  

№  

განსახორციელებელი ეტაპების  

(ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი  

ღონისძიებების /აქტივობების  განხორციელების ვადები  

1  

განაცხადების (ბიზნესიდეების) მიღება  

05.10.2020-26.10.2020  

2  

განაცხადების (ბიზნესიდეების) გადარჩევა   

05.10.2020-08.11.2020  

3  

განაცხადების  (ბიზნესიდეების) ეტაპის გამარჯვებულების გამოვლენა  

08.11.2020-24.11.2020  

4  

განაცხადების  (ბიზნესიდეების) ეტაპის შედეგების გასაჩივრება   

24.11.2020-26.11.2020  

5  

განაცხადების  (ბიზნესიდეების) ეტაპის საჩივრების განხილვა  

24.11.2020-10.12.2020  

6  

ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნეს გეგმის შედგენაში  

24.11.2020-18.12.2020  

7  

პროექტების (ბიზნეს გეგმები) მიღება  

01.12.2020-25.12.2020  

8  

პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასება  

01.12.2020-18.01.2021  

9  

გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან  

08.12.2020-08.02.2021  

10  

დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან  

15.02.2021-15.03.2021  

11  

პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასების გასაჩივრება  

 06.04.2021-08.04.2021  

12  

პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასების საჩივრების განხილვა  

 08.04.2021-28.04.2021   

13  

ბენეფიციარებთან  ხელშეკრულების გაფორმება  

07.04.2021-21.05.2021  

14

ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი  

12.04.2021-30.06.2021[1]

15  

ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა  

12.04.2021-10.08.2021  

16  

თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი  

19.05.2021-15.10.2021  

17  

დამატებითი ტრენინგები  

19.04.2021-30.11.2021  

18  

ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი  

20.09.2021-25.11.2021  

19  

ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი  

15.02.2021-30.11.2021  

  


[1] თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგის განხორციელების ბოლო ვადა შესაძლოა 2021 წლის 30 ივნისის ნაცვლად განისაზღვროს 2021 წლის 20 აგვისტო, მხოლოდ იმ ბენეფიციარების მიმართ, რომლებიც ვადის გადაწევის თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავენ სააგენტოს მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე.