დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 88/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.018088 |
|
„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/09/2016; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.017184) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:
„8. 2021-2022 სასწავლო წლისთვის, იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც იმავე წლის 15 ოქტომბრამდე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. რექტორის ერთიან აქტში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, შესაბამის საგნის გამოცდაზე/საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაზე აპლიკანტის საიდენტიფიკაციო კოდი, საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანი, რომელიც წარმატებით ჩააბარა ან რომელშიც საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურა აპლიკანტმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა. 9. 2021-2022 სასწავლო წლისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მართვის სისტემაში, 18 ოქტომბრის ჩათვლით, წარადგენს მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ, ელექტრონული ფორმით.". |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები