დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო ინსპექტორი |
| მიღების თარიღი | 07/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080240000.72.084.016036 |
|
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/09/2019, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.72.084.016004) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს კენჭისყრის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.“; 2. მე-20 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წერითი ან/და ზეპირი დავალების შინაარსს, შეფასების კრიტერიუმებს, მაქსიმალურ და გამსვლელ ქულას განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი. წერითი ან/და ზეპირი დავალების მაქსიმალური და გამსვლელი ქულების შესახებ ინფორმაცია აისახება კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში. სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორი ასევე განსაზღვრავს გასაუბრებაზე კანდიდატების შეფასების წესსა და კრიტერიუმებს, ასევე მაქსიმალურ და გამსვლელ ქულებს, რის შესახებაც ინფორმაცია აისახება კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში.“; ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. სტაჟიორ-გამომძიებელთა კონკურსის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორმა შესაძლებელია შეცვალოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამსვლელი ქულა, რის თაობაზეც კანდიდატს ეცნობება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული შესაძლებლობის თაობაზე მითითებული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. გასაუბრებაზე კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც დგება გასაუბრებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. საკონკურსო კომისიამ შესაძლებელია გაითვალისწინოს პიროვნების საკვლევი ტესტის შედეგები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. სტაჟიორ-გამომძიებელთა კონკურსის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კანდიდატთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შეარჩიოს სარეზერვო კანდიდატები არაუმეტეს გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობის სამმაგი ოდენობით. აღნიშნული რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს თანაბარქულიანი კონკურსანტების რაოდენობის გათვალისწინებით.“; 3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკონკურსო კომისია, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად, სახელმწიფო ინსპექტორს წარუდგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. სტაჟიორ-გამომძიებელთა კონკურსის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია სახელმწიფო ინსპექტორს ასევე წარუდგენს ამ წესის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ სარეზერვო კანდიდატთა სიას, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სახელმწიფო ინსპექტორი.“; 4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკონკურსო კომისიის მიერ, ხოლო ამ წესის 261 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ წარდგენილ კანდიდატს თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო ინსპექტორი.“; 5. 26-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი: „მუხლი 261. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატები 1. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატი სტაჟიორ-გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ: ა) საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი უარს განაცხადებს თანამდებობაზე დანიშვნაზე ან სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელ დოკუმენტაციას; ბ) სტაჟიორ-გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშნულ პირს ამ წესის 32-ე მუხლის შესაბამისად ვადაზე ადრე შეუწყდება სტაჟირება; გ) შერჩეული სტაჟიორ-გამომძიებლების მიერ სტაჟირების გავლის პროცესში გაიზრდება სტაჟიორ-გამომძიებელთა საშტატო ერთეულების რაოდენობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, უფლებამოსილია სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატებთან გასაუბრების გზით შეარჩიოს და სახელმწიფო ინსპექტორს წარუდგინოს საუკეთესო კანდიდატი. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატებთან გასაუბრებას, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაესწროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელიც. 3. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატად პირი ირიცხება 1 წლის ვადით. 4. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატების აღრიცხვას უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატების არსებობა არ შეიძლება გახდეს სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შემაფერხებელი გარემოება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები