„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 სექტემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 494
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2021
ძალაში შესვლის თარიღი 03/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.023052
494
06/10/2021
ვებგვერდი, 07/10/2021
040170020.10.003.023052
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 სექტემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №494

2021 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 სექტემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 სექტემბრის №587 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 21/09/2020; 040170020.10.003.022307) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს 2 (ორი) წელი მისი ამოქმედებიდან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის“ დანართი №2-ის „აეროპორტების ოპერირების“ ცხრილის მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5

მგზავრთა რეგისტრაციის, გადაყვანისა და მომსახურების, ბარგის მართვის, საჰაერო ხომალდის მომსახურების, აეროდრომის ექსპლუატაციის, ფრენების ოპერირების, სახანძრო-სამაშველო და სამედიცინო უზრუნველყოფის, ოპერირების ხარისხის მართვისა და უსაფრთხოების, აეროპორტის ექსპლუატაციის მონიტორინგის, საავიაციო უშიშროების განსახორციელებელად საჭირო სპეციალური აღჭურვილობის, ხელსაწყოების, მოწყობილობებისა და დანადგარების პროგრამული უზრუნველყოფა, ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო სხვა ხელსაწყოები, მოწყობილობები და დანადგარები, ასევე სახარჯი მასალები;

მგზავრთა გადაყვანისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფის, აეროპორტის ტერიტორიაზე მგზავრთა უსაფრთხოდ/უვნებლად  გადაადგილების მიზნით, ასევე აეროპორტში პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო მომსახურება;

აეროპორტების მიერ საავიაციო საქმიანობის განხორციელების შედეგად მესამე პირების სხეულისთვის ან ქონებისთვის მიყენებული ზიანის გამო წარმოქმნილი სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევა.

“.         

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 3 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი