დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 490 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.023047 |
|
„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“):
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი: „უ) 60 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობაში (ე. წ. სამიზნე მოსახლეობა) ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაფართოების ხელშემწყობი ღონისძიებების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, ოჯახის/უბნის/სოფლის ექიმისა და ექთნის მიერ სამიზნე მოსახლეობის აცრისწინა ჩაღრმავებულ კონსულტაციას.“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 20 ლარისა (მ. შ. არანაკლებ 80%-ისა − სახელფასო ფონდი, 20% − ადმინისტრაციული ხარჯი). ამასთან, ექიმისა და ექთნის მიერ კონსულტაციის შედეგად სამიზნე მოსახლეობის: მ.ა) პირველი დოზით აცრის შემთხვევაში − ანაზღაურება განისაზღვრება 10 ლარით; მ.ბ) მეორე დოზით აცრის შემთხვევაში − ანაზღაურება განისაზღვრება 10 ლარით.“. 3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.“. 4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია: ზ.ა) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება; ზ.ბ) „სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება; ზ.გ) ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი − „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი სოფლის ექიმისა და ექთნის მეშვეობით.“. 5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ (2021 წლის 1 მარტამდე), „გ“, „გ1“, „დ“ (2021 წლის 1 მარტამდე), „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ (2021 წლის 1 მარტამდე), „ი“ და „უ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო.“. 6. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი: „19. მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით: ა) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლებად ავტომატურად ითვლებიან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები და ასევე „სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებები; ბ) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ბენეფიციარებისა და მათთვის ჩატარებული კონსულტაციის თაობაზე ინფორმაციის სრულად აღრიცხვა; გ) განსაზღვრულ მომსახურებასთან დაკავშირებული ადმინისტრირების წესი და პირობები მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები