სსიპ - ქალაქ სამტრედიის N15 საჯარო სკოლისა და სსიპ - ქალაქ სამტრედიის N11 საჯარო სკოლის რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 91/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018091
91/ნ
19/10/2021
ვებგვერდი, 20/10/2021
040030000.22.022.018091
სსიპ - ქალაქ სამტრედიის N15 საჯარო სკოლისა და სსიპ - ქალაქ სამტრედიის N11 საჯარო სკოლის რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
სსიპ - ქალაქ სამტრედიის N15 საჯარო სკოლისა და სსიპ - ქალაქ სამტრედიის N11 საჯარო სკოლის რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №91/ნ

2021 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სსიპ – ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლისა და სსიპ – ქალაქ სამტრედიის №11 საჯარო სკოლის რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და 34-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ სამტრედიის №11 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქალაქ სამტრედიის №11 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით. რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს 2021 წლის 31 დეკემბერს.

მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ სამტრედიის №11 სკოლა.
მუხლი 3
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ,  112, 26/09/2005):

ა) დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-10 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10

ქალაქ სამტრედიის №11 საჯარო სკოლა

ქ. სამტრედია, თელიას ქ. №2; გრიბოედოვის ქ. №47

დაწ-საბ-საშ

“;

ბ) დანართი  4-დან ამოღებულ იქნეს მე-6 გრაფა.

მუხლი 4
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია.
მუხლი 5
ეს ბრძანება, გარდა მე-2 და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 6
ამ ბრძანების მე-2 და მე-3  მუხლები ამოქმედდეს 2022 წლის პირველ იანვარს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი