„POS ტერმინალის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 აგვისტოს №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„POS ტერმინალის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 აგვისტოს №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017516
263
05/10/2021
ვებგვერდი, 06/10/2021
040170310.22.033.017516
„POS ტერმინალის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 აგვისტოს №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №263

2021 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„POS ტერმინალის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 აგვისტოს №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. „POS ტერმინალის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 აგვისტოს №223 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/09/2021, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017499) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) POS ტერმინალის მწარმოებლის ან/და მიმწოდებლის რეკვიზიტები: დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) შერჩეულ პირსა და POS ტერმინალის მწარმოებელს ან/და მიმწოდებელს შორის გაფორმებული შესყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტი;“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი