„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 487
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023043
487
04/10/2021
ვებგვერდი, 04/10/2021
470230000.10.003.023043
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №487

2021 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/01/2021, 470230000.10.003.022567) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებისა და ლაბორატორიების:

გ.ა) საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რეაბილიტაცია და აღჭურვა;

გ.ბ) წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის აღჭურვა;“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია

ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ.ა“, „დ“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო „გ.ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებული წესით.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ.ა“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ცენტრალური აპარატი, ხოლო „გ.ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია სამინისტრო, მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული „COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მართვის (WB)“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მეშვეობით.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 71 841.0 ათასი ლარით:

 

 

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა

7 500.0

 

1.1. პირველადი ჯანდაცვის ცენტრების (მათ შორის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრების) აღჭურვა

4 000.0

 

1.2. ტელემედიცინისათვის განკუთვნილი აპარატურა

3 500.0

2

ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების სარემონტო, საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა და აღჭურვა

4 140.0

3

სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებისა და ლაბორატორიების: 

12 239.2

 

3.1.  საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რეაბილიტაცია და აღჭურვა

 

3.2. წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის აღჭურვა

4

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების (მუნიციპალიტეტების: სტეფანწმინდა, ამბროლაური, ცაგერი, ონი, ქუთაისი, თიანეთი, დმანისი, წალკა, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლენტეხი) საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რეაბილიტაცია და აღჭურვა

3 904.7

5

NordDRG Grouper-პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი

283.0

6

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:

1546,1

 

6.1. საიჯარო, მიწისა და ქონების გადასახადის დაფინანსება

847.1

 

6.2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების შესყიდვა

699.0

7

პროგრამის ადმინისტრირება

387.0

8

COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია

41 841.0

 

სულ:

71 841.0.“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი