,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 19 მაისის №01-48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-84/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016910
01-84/ნ
04/10/2021
ვებგვერდი, 05/10/2021
040030000.22.035.016910
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 19 მაისის №01-48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-84/ნ

2021 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 19 მაისის №01-48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანე:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 19 მაისის №01-48/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge;  19/05/2021 040030000.22.035.016875) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს ,,თ‘‘ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1‘‘ ქვეპუნქტი:

,,თ1)   ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს, მემორანდუმებსა და სხვა) დადება , რომლებიც უკავშირდება სამინი ტროსა და მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საჭიროებებისათვის, სამინისტროს/სააგენტოს ბალანსზე რიცხული ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში (სერვერებზე) განთავსებული სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ადმინისტრირებადი ელექტრონული ბაზებიდან მონაცემების გაცემის (მონაცემებზე დაშვება და ა.შ.) და/ან მონაცემების მიღების საკითხებს და/ან უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებში (კონტრაქტებს, მემორანდუმებსა და სხვა) შესატანი ცვლილებების შესახებ შეთანხმებებს. ასევე, იმ ხელშეკრულებებს, კონტრაქტებ და ა.შ. დადება , რომლებიც უკავშირდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ და სსიპ - ,,მონაცემთა გაცვლის სააგენტოდან", სამინიტროსა და მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საჭიროებებისათვის, მონაცემების მიღების საკითხებს და/ან უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებში (კონტრაქტებს, მემორანდუმებსა და სხვა) შესატანი ცვლილებების შესახებ შეთანხმებებ;‘‘.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე