დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.32.057.016350 |
|
„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 06/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.32.057.016331) და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. წინამდებარე დადგენილების 1-ლი პუნქტით დადგენილი წესის მოქმედება, ამავე წესით განსაზღვრული ვადების დაცვით, ვრცელდება იმ ინვესტორების მიმართაც, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებთან ან მათ მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი აქვთ შესაბამისი ვალდებულებები და მიმართავენ სამინისტროს მათზე სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის (პირგასამტეხლოს გარეშე) ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები