„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 85/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 03/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.018085
85/ნ
29/09/2021
ვებგვერდი, 30/09/2021
430110000.22.022.018085
„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №85/ნ

2021 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/09/2016 წ., ს/კ: 430110000.22.022.017185) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის“:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ ქვემოთ მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:

№

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

ადგილების რაოდენობა

1

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

100

2

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

190

3

სსიპ  – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

135

4

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

85

5

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

30

6

სსიპ  – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

50

7

სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

45

8

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

30

9

სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

68

10

სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

7

11

სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

15

12

სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

40

13

შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

20

14

ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი  

24

15

ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

80

16

შპს – საქართველოს უნივერსიტეტი

10

17

შპს – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

20

18

შპს  – ევროპის  უნივერსიტეტი

50

19

შპს – თბილისის თავისუფალი აკადემია

1

საერთო რაოდენობა

1000

“

2. მე-6 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. 2021-2022 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 15 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიეკატერინე დგებუაძე