დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკრების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/10/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260010.22.026.016921 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკრების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკრების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №94 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/12/2017, სარეგისტრციო კოდი: 120260010.22.026.016544) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის:
1. №1/1 ნორმის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ ნორმით განსაზღვრული მაღალყელიანი ფეხსაცმლის ტარების ვადისაგან განსხვავებული ვადა – 2.5 წელი დადგინდეს „HAIX Group HAIX Schule Produktions - und Vetriebs GmbH“ მწარმოებლისგან შესყიდულ მაღალყელიან ფეხსაცმელზე.“. 2. №2/1 ნორმის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ამ ნორმით განსაზღვრული მაღალყელიანი ფეხსაცმლის ტარების ვადისაგან განსხვავებული ვადა – 2 წელი დადგინდეს „HAIX Group HAIX Schule Produktions - und Vetriebs GmbH“ მწარმოებლისგან შესყიდულ მაღალყელიან ფეხსაცმელზე.“. 3. №4/1 ნორმის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ ნორმით განსაზღვრული მაღალყელიანი ფეხსაცმლის ტარების ვადისაგან განსხვავებული ვადა – 2 წელი დადგინდეს „HAIX Group HAIX Schule Produktions - und Vetriebs GmbH“ მწარმოებლისგან შესყიდულ მაღალყელიან ფეხსაცმელზე.“. 4. №8/1 ნორმის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: 1. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის გაცემასთან ერთად გაიცემა შესაბამისი ატრიბუტიკა (ინსიგნიები). 2. ამ ნორმით განსაზღვრული მაღალყელიანი ფეხსაცმლის ტარების ვადისაგან განსხვავებული ვადა – 2 წელი დადგინდეს „HAIX Group HAIX Schule Produktions - und Vetriebs GmbH“ მწარმოებლისგან შესყიდულ მაღალყელიან ფეხსაცმელზე.“. 5. №9/1 ნორმის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ ნორმით განსაზღვრული მაღალყელიანი ფეხსაცმლის ტარების ვადისაგან განსხვავებული ვადა – 2.5 წელი დადგინდეს „HAIX Group HAIX Schule Produktions - und Vetriebs GmbH“ მწარმოებლისგან შესყიდულ მაღალყელიან ფეხსაცმელზე.“. 6. №10/1 ნორმის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ ნორმით განსაზღვრული მაღალყელიანი ფეხსაცმლის ტარების ვადისაგან განსხვავებული ვადა – 2.5 წელი დადგინდეს „HAIX Group HAIX Schule Produktions - und Vetriebs GmbH“ მწარმოებლისგან შესყიდულ მაღალყელიან ფეხსაცმელზე.“. 7. №11/1 ნორმის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: 1. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის გაცემასთან ერთად გაიცემა შესაბამისი ატრიბუტიკა (ინსიგნიები). 2. ამ ნორმით განსაზღვრული მაღალყელიანი ფეხსაცმლის ტარების ვადისაგან განსხვავებული ვადა – 2.5 წელი დადგინდეს „HAIX Group HAIX Schule Produktions - und Vetriebs GmbH“ მწარმოებლისგან შესყიდულ მაღალყელიან ფეხსაცმელზე.“. 8. №12/1 ნორმის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ ნორმით განსაზღვრული მაღალყელიანი ფეხსაცმლის ტარების ვადისაგან განსხვავებული ვადა – 2.5 წელი დადგინდეს „HAIX Group HAIX Schule Produktions - und Vetriebs GmbH“ მწარმოებლისგან შესყიდულ მაღალყელიან ფეხსაცმელზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები