დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 765 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070010020.22.027.017256 |
|
„დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 04/12/2009, №149, მუხ.1759) დამტკიცებულ დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გადაეცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტაციის მიღებას, გამოყენებას და, აუცილებლობის შემთხვევაში, მუდმივად შენახვისათვის გადაცემას.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 სააღსრულებო ბიუროების მიერ დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არქივირდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით დამტკიცებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის“ (შემდგომში – ინსტრუქციის) მე-12 მუხლის შესაბამისად.“. 3. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6 დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მატერიალურად შენახვის ვადები კატეგორიების მიხედვით:
5. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 4 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები