დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 767 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017258 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016531) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №99.“. 2. მე-5 მუხლის: ა) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც) უშუალოდ კურირებს შიდა კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურს;“; ბ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი დასკვნის შესაბამისად, იხილავს გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების საკითხს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ; დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისას უზრუნველყოფს ერთგვაროვან მიდგომას;“. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭო არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მუდმივმოქმედი სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებების მიმღები სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭოს შემადგენლობაში შედიან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, მხარეთა ინტერესების დაცვის, იურიდიული და შიდა კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურების უფროსები. განსახილველი საკითხის მიხედვით საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები ან/და სხვა პირები. მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით.“. 4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) შიდა კონტროლისა და მონიტორინგის სამსახური;“. 5. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაფასებელი ქონების იდენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტირება;“.
6. მე-15 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იურიდიული სამსახურის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შესაძლო ზიანის პრევენცია და მისი კანონიერი ინტერესების დაცვა, ფაქტების კონსტატაციის სერვისის, როგორც სასამართლოში და მის მიღმა გარემოებების დამტკიცების ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სასარგებლო საშუალების, პოპულარიზაცია, საქართველოს მასშტაბით ამ სერვისის მიწოდების კოორდინაცია და გაუმჯობესება.“; ბ) მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტის: გ.ა) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ბ) „ო“–„ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-4−მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 7. მე-19 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მიზანია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ მაქსიმალური ინფორმირება, ბიუროს პოზიტიური რეპუტაციის უზრუნველყოფა, მისი სერვისების პოპულარიზაცია და ამ სერვისების გაყიდვების მაქსიმიზაცია, აგრეთვე მომხმარებელზე ორიენტირებული, პროცედურულად გამართული, მოთხოვნადი სერვისების და პირველადი საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა, სტატისტიკის წარმოება, აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების და მომხმარებლების მაღალი ხარისხის საკორესპონდენციო მომსახურება.“; ბ) მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები: „ნ) დოკუმენტბრუნვის პროცესის მაღალი ხარისხით მართვა; ო) საჯარო ინფორმაციის დროულად და სრულად მიწოდება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება.“; გ) მე-3 პუნქტის: გ.ა) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ3) კორესპონდენციის მიღება, დარეგისტრირება, დახარისხება და ადრესატისათვის მიწოდება;“; გ.ბ) „ჰ 3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ 4“−„ჰ 14“ ქვეპუნქტები: „ჰ4) მისი კომპეტენციის სფეროში შემავალი განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, ხოლო სხვა შემთხვევაში - შემოსული კორესპონდენციის ადრესატთან გადამისამართება; ჰ5) კანცელარიის პროგრამაში არსებული ბლანკების სრულყოფა; ჰ6) დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში ხელმოწერის დამუშავება; ჰ7) მოთხოვნის შემთხვევაში, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაზე კონსულტაციების გაწევა; ჰ8) მოვალეთა რეესტრიდან ამონაწერის და შესაბამისი ცნობის გაცემა; ჰ9) ადრესატისთვის დოკუმენტების უშუალოდ მიწოდების ორგანიზება; ჰ10) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოებისა და კერძო აღმასრულებელების მიერ დასრულებული სააღსრულებო წარმოებების აღრიცხვა, დამუშავება და სათანადო წესი შენახვა (არქივირება); ჰ11) არქივში დაცული მასალების გაცნობისა და ასლების გაცემის უზრუნველყოფა; ჰ12) საიდუმლო საქმისწარმოების პროცესის წარმართვა და ორგანიზება; ჰ13) საჯარო ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად სამუშაოების ორგანიზება და შესაბამისი ინფორმაციის ვებ-გვერდზე განთავსება (მათ შორის, იმ საჯარო ინფორმაციისა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ექვემდებარება გამოქვეყნებას); ჰ14) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან; თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება.“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებია: ა) მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილება; ბ) საქმისწარმოების განყოფილება.“; ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ჯ“−„ჰ2“ და „ჰ14“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“; ვ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ჰ3“−„ჰ13“ და „ჰ14“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“. 8. 22-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. შიდა კონტროლისა და მონიტორინგის სამსახური“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შიდა კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის მიზანია თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობისა და შრომითი დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა.“; გ) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სააღსრულებო საქმეებში წარმოების ვადების დაცვის მონიტორინგი;“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შიდა კონტროლისა და მონიტორინგის სამსახური უშუალოდ ექვემდებარება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს.“; ე) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6−მე-8 პუნქტები: „6. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებია: ა) შიდა კონტროლის განყოფილება; ბ) მონიტორინგის განყოფილება. 7. შიდა კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ (მისი საქმიანობის ფარგლებში), „გ“−„ზ“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 8. მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ (მისი საქმიანობის ფარგლებში), „თ“–„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 4 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები