„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017158
56
24/09/2021
ვებგვერდი, 27/09/2021
140130000.22.034.017158
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №56

2021 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის 91 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი:

მუხლი 92. მოსამსახურესთან შეთანხმების დადება

1. მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, მინისტრის მიერ განსაზღვრულ თანამდებობებზე, სამინისტრო უფლებამოსილია მოსამსახურესთან სასწავლო კურსის/მომზადების დაწყებამდე გააფორმოს შეთანხმება, რომლის ფორმასაც ამტკიცებს მინისტრი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმებით განისაზღვრება სამინისტროსა და მოსამსახურის უფლება-მოვალეობები, მათ შორის, სასწავლო კურსის/მომზადების გავლის შემდეგ სამინისტროს სისტემაში განსაზღვრული ვადით სამსახურის გავლის ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულების დარღვევისათვის.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი შესაძლებელია გავრცელდეს საზღვარგარეთ სასწავლო კურსზე მოსამსახურის მივლენის შემთხვევაზეც.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების პირობების დარღვევა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური