დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 469 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.023025 |
|
„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“):
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი: „ტ) ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, ჟანგბადის წარმოებისათვის საჭირო აირგენერატორებისა (ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორები, კომპრესორები, თანმდევი ნაწილები) და თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას არა უმეტეს 6,199,000 ლარისა.“. 2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის მე-3 მუხლის „კ“, „ნ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ასევე „პ.ა“ (გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულისა), „პ.გ“ და „ტ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სამინისტრო.“. 3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 752,389.0 ათასი ლარით.“. 4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი: „18. პროგრამის მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით, ერთობლივი შესყიდვის გზით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ან/და „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული გეგმის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 9 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები