დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №2-374 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-1374 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/09/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016690 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №2-374 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №2-374 ბრძანებაში (ვებგვერდი, 23/05/2018, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016508) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკრინინგის პროცედურის განხორციელება და სკრინინგის გადაწყვეტილების/საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; გ) სკოპინგის პროცედურის განხორციელება და სკოპინგის დასკვნის/საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; დ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების (შემდგომში – გზშ) ანგარიშისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვაში მონაწილეობა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; ე) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ განცხადების განხილვა/განხილვის კოორდინაცია და წინადადების მომზადება; ვ) გზშ-ის ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა, განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნისა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და გადაწყვეტილების მომზადება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის განხილვაში მონაწილეობა, განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნისა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და გადაწყვეტილების მომზადება; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის საკითხის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნისა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და გადაწყვეტილების მომზადება; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ან გზშ-ის სფეროში გაცემულ შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება; მ) „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვა/განხილვის კოორდინაცია და არგუმენტირებული მოსაზრებებისა და შენიშვნების მხედველობაში მიღება; ნ) „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული დასკვნების/შენიშვნების/მოსაზრებების განსახილველად შეხვედრის მოწყობა/ორგანიზება; პ) სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება; ჟ) სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (შემდგომში – სგშ) ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა, განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნისა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და რეკომენდაციების მომზადება; რ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მონაცემთა ბაზის წარმოება; ს) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და კოორდინაცია; ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების/დოკუმენტების გამოქვეყნება; უ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის; ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირობების შესრულებისთვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გონივრული ვადის პროექტის განხილვა; ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და სხვა პირზე გადაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება; ღ) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ყ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; შ) ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების, ასევე ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების პროექტების განხილვა და შეთანხმება; ჩ) წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა; ც) წყალსარგებლობის ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოება და წყალსარგებლობის კრებულის მომზადება; ძ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის, ასევე ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება; წ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა; ასევე სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა; ჭ) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება; ხ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“ 2. მე-3 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;“ ბ) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;“. 3. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) სკრინინგის სამმართველო; ბ) სკოპინგის სამმართველო; გ) გარემოსდაცვითი შეფასების სამმართველო; დ) სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო; ე) ინტეგრირებული მართვის სამმართველო. მუხლი 5. სამმართველოების კომპეტენციები 1. სკრინინგის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გზშ-ის ჩატარების საჭიროების მიზნით, სკრინინგის პროცედურის განხორციელება და სკრინინგის გადაწყვეტილების და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გზშ-ის სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება; დ) გზშ-ის სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვა/განხილვის კოორდინაცია და არგუმენტირებული მოსაზრებებისა და შენიშვნების მხედველობაში მიღება; ე) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციის განხილვა/განხილვის კოორდინაცია და წინადადების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადებების მომზადების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული შენიშვნების განსახილველად შეხვედრის მოწყობა/ორგანიზება; ზ) საჭიროების შემთხვევაში, სკრინინგის განცხადების განხილვის მიზნით, დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; კ) საჭიროების შემთხვევაში, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა; ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. სკოპინგის სამმართველოს კომპეტენციებია: ა) გზშ-ის სკოპინგის პროცედურის განხორციელება და სკოპინგის დასკვნის/საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკოპინგის დასკვნის მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) სკოპინგის დასკვნის მიღების პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება; ე) სკოპინგის დასკვნის მიღების პროცესში, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვა/განხილვის კოორდინაცია და არგუმენტირებული მოსაზრებებისა და შენიშვნების მხედველობაში მიღება; ვ) სკოპინგის ანგარიშის განხილვის მიზნით, დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნა; ზ) საჭიროების შემთხვევაში, სკოპინგის დასკვნის მიღების პროცესში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული შენიშვნების/მოსაზრებების განსახილველად შეხვედრის მოწყობა/ორგანიზება; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება; ი) საჭიროების შემთხვევაში, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. გარემოსდაცვითი შეფასების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) გზშ-ის ანგარიშისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვაში მონაწილეობა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; ბ) გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით, საექსპერტო კომისიის შექმნა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის განხილვის მიზნით, საექსპერტო კომისიის შექმნისა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და გადაწყვეტილების მომზადება; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ე) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო განხილვის ჩატარების უზრუნველყოფა; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება; ზ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვა/განხილვის კოორდინაცია და არგუმენტირებული მოსაზრებებისა და შენიშვნების მხედველობაში მიღება; თ) გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით, დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული დასკვნების/შენიშვნების/მოსაზრებების განსახილველად შეხვედრის მოწყობა/ორგანიზება; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სგშ-ის ჩატარების საჭიროების მიზნით, სკრინინგის პროცედურის განხორციელება და სკრინინგის გადაწყვეტილების მომზადება; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სგშ-ის სკოპინგის პროცედურის განხორციელება და სკოპინგის დასკვნის მომზადება; გ) სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და რეკომენდაციების მომზადება; დ) სკრინინგის, სკოპინგის, სტრატეგიული დოკუმენტის განხილვის და სგშ-ის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში მიღება; ე) სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება; ვ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მონაცემთა ბაზის წარმოება; ზ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და კოორდინაცია; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების/დოკუმენტების გამოქვეყნება; ი) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირობების შესრულებისთვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გონივრული ვადის პროექტის განხილვა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის საკითხის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნისა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და გადაწყვეტილების მომზადება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული დასკვნების/შენიშვნების/მოსაზრებების განსახილველად შეხვედრის მოწყობა/ორგანიზება; ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ან გზშ-ის სფეროში გაცემულ შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ქ” ქვეპუნქტისა) ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სხვა პირზე გადაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება; პ) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება; რ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობა; ს) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 5. ინტეგრირებული მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტების განხილვა; ბ) ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების პროექტების განხილვა; გ) წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის მიზნით, წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ფორმების მიღება, მონაცემების ანალიზი და პროგრამული დამუშავება; დ) წყალსარგებლობის ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოება და წყალსარგებლობის კრებულის მომზადება; ე) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის განხილვა; ვ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა; ზ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის მიზნით, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების მიღება და განხილვა; თ) სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა; ი) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება; კ) კომპეტენციის ფარგლებში სკრინინგის, სკოპინგის, გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, ასევე გზშ-ის ანგარიშის, ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის, სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ის ანგარიშის ექსპერტიზაში მონაწილეობა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირობების შესრულებისთვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გონივრული ვადის პროექტების განხილვაში მონაწილეობა; ო) წარმოდგენილი ჰაერდაცვითი და წყალდაცვითი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის; პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები