დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №53/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66/2021 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 21/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210010.15.008.016594 |
|
„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №53/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №53/2021 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი–www.matsne.gov.ge, 24/08/2021, 010210010.15.008.016581):
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზანშეწონილობა 1. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობენ ამ დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ცესკოს მიერ შექმნილი საარჩევნო უბნების გადასატანი საარჩევნო ყუთების მეშვეობით. 2. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებსა და თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მუნიციპალიტეტის საზღვრებშია განთავსებული.“. 2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. სპეცჯგუფის სრული შემადგენლობა არის ამ დადგენილების შესაბამისად არჩეულ სპეცჯგუფის წევრთა რაოდენობისა და იმ პარტიების მიერ დანიშნულ სპეცჯგუფის წევრთა რაოდენობის ჯამი, რომლებსაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად მოპოვებული აქვთ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ სპეცჯგუფის წევრთა გამოკლებით.“. 3. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ დადგენილების მე-5 მუხლის საფუძველზე შედგენილ გადასატან საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობს და მას ეძლევა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს პროპორციული წესით გასამართი არჩევნებისთვისა და თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენები.“. 4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი: „31. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს ვალდებულია ხელი მოაწეროს ამ დადგენილებით განსაზღვრულმა სპეცჯგუფის სრული შემადგენლობის ყველა წევრმა.“. 5. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლის „დ2“ ქვეპუნქტის საფუძველზე საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევისას არ გაითვალისწინება ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო უბნები.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები