„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 768
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.027.017259
768
29/09/2021
ვებგვერდი, 30/09/2021
010320030.22.027.017259
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №768

2021 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებით  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320030.22.027.017072) დამტკიცებულ №3 დანართში (სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში თანამდებობების შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ინსტრუქტორი – იუსტიციის მაიორი;“;

ბ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) უფროსი ესკორტის ოფიცერი – იუსტიციის მაიორი;“;

დ) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაწესებულების დირექტორის მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) დაწესებულების განყოფილების უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე