დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 467 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.023023 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 280120000.10.003.022548) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის“): ა) №1.1 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) მე-4 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 600 000 ლარით.“; ა.ბ) ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
.“;
ბ) №1.2.2 დანართის („საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 818 100 ლარით.“; გ) №1.4 დანართის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 912 300 ლარით.“; დ) №1.5 დანართის („ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 20 000 ლარით.“. 2. №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის“): ა) №2.1 დანართის („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 620 000 ლარით, ამასთან, ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 500 000 ლარით, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 1 120 000 ლარით.“; ბ) №2.2 დანართის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“): ბ.ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი და თანდართული ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2.14 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს 20 432 ვიზიტისა, ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილისა და ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, თანდართული ცხრილის თანახმად. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის ანაზღაურება იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც გაიცა ან/და რომელიც მითითებული აქვს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას რეგისტრაციის დროს და წარმოდგენილი აქვს პროფესიონალის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა, რითაც დასტურდება, რომ მას მომსახურების მიწოდება შეუძლია რეგისტრაციის დროს მითითებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ბავშვთან ოჯახში ვიზიტით. ასევე, გეოგრაფიული არეალის მითითების შემთხვევაში საჭიროა, ორგანიზაციამ მიუთითოს ლიმიტი არამხოლოდ ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შესახებ, არამედ თითოეულ მუნიციპალიტეტში/სოფელში ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ერთდროულად გაუწევენ მომსახურებას.
.“;
ბ.ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 200 000 ლარით.“; გ) №2.3 დანართის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 670 000 ლარით.“; დ) №2.4 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) მე-4 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 192 000 ლარით.“; დ.ბ) მე-7 პუნქტის შემდგომ თანდართული ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
.“;
ე) №2.5 დანართის („დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 590 000 ლარით.“; ვ) №2.6 დანართის („მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11 081 325 ლარით.“; ზ) №2.7 დანართის („მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 415 000 ლარით.“; თ) №2.8 დანართის („მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“): თ.ა) მე-6 მუხლის: თ.ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 070 000 ლარით.“; თ.ა.ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამასთან, მომსახურების თვეში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები დღის ცენტრში ანაზღაურდება დღეში 5 ლარით, თავშესაფარში – დღეში 10 ლარით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურების ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. ამავდროულად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული მომსახურებისთვის დღეში ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ქ. თბილისში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 15 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. ქუთაისში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 10 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. რუსთავში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 15 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 22 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. ბათუმში – დღის ცენტრში – არაუმეტეს 30 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას.“; თ.ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ა(ა)იპ – „იალქანი“ – 1 მობილური ჯგუფი.“; ი) №2.9 დანართის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 285 000 ლარით.“; კ) №2.12 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18 – 21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის“): კ.ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს მომსახურების მომწოდებლის მიერ შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას: ა) უსაფრთხო საცხოვრებელით უზრუნველყოფა არაუმეტეს ერთად 3 ბენეფიცარისთვის; ბ) 25 ბენეფიციარზე ერთი მომსახურების სოციალური მუშაკის/ახალგაზრდული მუშაკის/სოციალური პედაგოგის მომსახურებით უზრუნველყოფა; გ) საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება; დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლება; ე) სოციალური უნარების განვითარების ხელშეწყობა; ვ) მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერება, ნებელობითი ფუნქციების, კომუნიკაციის უნარებისა და ემოციური ინტელექტის განვითარების ხელშეწყობა; ზ) პროფესიული კონსულტირება, კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს ძიებისა და დასაქმების უნარების განვითარების (CV-ის და სამოტივაციო წერილის წერა, გასაუბრებისთვის მომზადება) ხელშეწყობა; თ) დროის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის დაგეგმვის ტექნიკის სწავლება; ი) ბენეფიციარის ჩართულობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებიდან გამომდინარე, ინდივიდუალური გეგმის მომზადება; კ) წახალისების მექანიზმის დანერგვა; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობა. 2. ბენეფიციარის მომსახურების ადგილზე არყოფნის შემთხვევაში (დასასვენებლად ქალაქგარეთ გასვლა, ექსკურსია და სხვ.) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მომსახურების მომწოდებლის მიერ: ა) ბენეფიციარის სამგზავრო ხარჯებით უზრუნველყოფას; ბ) დასვენებისათვის/ქალაქგარეთ გასვლისათვის საჭირო ხარჯებით, მათ შორის, კვების, ყოველდღიური და საცხოვრებლის დაქირავებისათვის თანხით უზრუნველყოფას.“; კ.ბ) მე-4 მუხლის: კ.ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 51 400 ლარით.“; კ.ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე). ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 30 ლარზე – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში, 20 ლარზე – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე პირის შემთხვევაში. მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.“; ლ) №2.13 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18 – 21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 20 000 ლარით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „თ.ა.ბ“ და „თ.ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „თ.ა.ბ“ და „თ.ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები