დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 463 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/09/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.023019 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 22/05/2017, 010240010.10.003.019953) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) სარგებლობის წესისა და პირობების“:
1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერით, ელექტრონულ პეტიციაზე ოფიციალური წერილობითი პასუხი უნდა მოამზადოს და ელექტრონული პეტიციის პორტალზე გამოსაქვეყნებლად გადასცეს ichange-ის მოდერატორს ელექტრონული პეტიციის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ხელმოწერის შეგროვებიდან 3 თვის ვადაში. 2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელი; დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახურის) წარმომადგენელი; ე) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი; ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი; ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.“. 3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომისიას უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით, განსახილველი ელექტრონული პეტიციის შინაარსის გათვალისწინებით, მოიწვიოს სამინისტროებიდან ან/და სახელმწიფო უწყებებიდან წარმომადგენელი. კომისიის მოთხოვნა წარმომადგენლის მოწვევის შესახებ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისთვის სავალდებულოა.“. 4. მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიაზე წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას, კომისიის შეხვედრების ორგანიზებას, სხდომების საოქმო ჩანაწერების წარმოებასა და აღრიცხვას, ექსპერტების, სპეციალისტების მოწვევას, კომისიის სხდომების მასალებით უზრუნველყოფასა და კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები