„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 464
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 380000000.10.003.023020
464
15/09/2021
ვებგვერდი, 16/09/2021
380000000.10.003.023020
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №464

2021 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2018,  380000000.10.003.020399)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რეგულირების ობიექტი – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი, აგრეთვე პირი, რომელსაც სალიცენზიო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა დაუდგა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ვადის გასვლის შემდგომ;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ − „მ“ ქვეპუნქტები:

„კ) ინსპექტირების აქტი − რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესწავლის, ადგილზე დათვალიერების ან შემოწმების დამთავრების შემდეგ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული ან მატერიალური ფორმით შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც აისახება განხორციელებული ქმედებების შედეგები;

ლ) საველე აქტი − ინსპექტირების პროცესში განხორციელებული ქმედებების, ინსპექტირების შედეგების, მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების, მასში მონაწილე პირთა და სხვა საჭირო ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით ელექტრონული ან მატერიალური ფორმით შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შემოწმების დასრულების შემდეგ აისახება ინსპექტირების შესაბამის აქტში, დაერთვის მას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს; 

მ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი − საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ინსპექტირების პროცესში ან ინსპექტირების შედეგების შეჯამებისას რეგულირების ობიექტის საქმიანობაში დარღვევების გამოვლენისას,  ელექტრონული ან მატერიალური ფორმით შედგენილი ოქმი.“.

3. 21-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ინსპექტირების აქტის მატერიალური ფორმით შედგენისას რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს ჰბარდება ინსპექტირების აქტის მეორე ეგზემპლარი. ელექტრონული ფორმით შედგენილი ინსპექტირების აქტი იგზავნება შესაბამისი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.“; 

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ სააგენტოს მიერ ვერ ხერხდება რეგულირების ობიექტისთვის შემოწმების შესახებ სამართლებრივი აქტის, ინსპექტირების აქტის, ადმინისტრაციული მიწერილობის გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით) ან იგი უარს აცხადებს მის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ელექტრონული ფორმით შედგენილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, აგრეთვე გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება შესაბამის სამართლებრივ აქტში, ინსპექტირების აქტში ან ადმინისტრაციულ მიწერილობაში მითითებული რეგულირების ობიექტის ტერიტორიის თვალსაჩინო ადგილზე ან/და მისი ჩაბარება საფოსტო გზავნილის საშუალებით. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:

ა) რეგულირების ობიექტის საინფორმაციო დაფა;

ბ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის დროებით ან მუდმივად განთავსებული შენობა;

გ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.“.

4. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით, რეგულირების ობიექტების მიმართ მუშავდება ადმინისტრაციული მიწერილობა. ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს სააგენტოს უფროსი. გადაუდებელი აუცილებლობისას, ადმინისტრაციული მიწერილობა დგება ამ დადგენილების დანართი №5-ის შესაბამისად და მას ხელს აწერს ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი, ხოლო დათვალიერების განხორციელებისას – სააგენტოს უფლებამოსილი პირი. ადმინისტრაციული მიწერილობა წარედგინება (ჰბარდება) ან ეგზავნება რეგულირების ობიექტს,  კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ამ წესის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი