„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 465
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.023021
465
15/09/2021
ვებგვერდი, 16/09/2021
010220020.10.003.023021
„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №465

2021 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2015, 010220020.10.003.018495) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობის“ (დანართი №1) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) ირაკლი ნადარეიშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი;“.

2. „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულების“ (დანართი №2) მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თითოეული განხილული მარაგების ანგარიშისათვის კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებულ კომისიის წევრების ანაზღაურებას, კომისიის მდივნის წარდგინების საფუძველზე, უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − წიაღის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი