„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023018
462
14/09/2021
ვებგვერდი, 16/09/2021
470230000.10.003.023018
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №462

2021 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და №21 დანართით („სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები“) განსაზღვრული ცხრილის („საერთო სანებართვო პირობები“):

 

1.  მე-4 პუნქტის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„4

 

 

 

პალატა უნდა იყოს იზოლირებული, დაუშვებელია ერთმანეთში გამავალი პალატების არსებობა

 

მხოლოდ სტომატოლოგიური საქმიანობის შემთხვევაში, სავალდებულოა მინიმუმ 1 პალატის არსებობა“.

                                                                                  

2. მე-7 პუნქტის შენიშვნის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინფექციური (მონოპროფილური) სტაციონარის შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნები განისაზღვრება დამატებითი სანებართვო პირობების ცხრილის III ნაწილით;

ბ) არ არის სავალდებულო მხოლოდ სტომატოლოგიური საქმიანობის შემთხვევაში.“.

3. მე-10 პუნქტის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„10

 

იზოლირებული სათავსი გვამის დროებითი განთავსებისათვის

არ მოეთხოვება მხოლოდ სტომატოლოგიური საქმიანობისას“.

                                                                                  

4. მე-20 პუნქტის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

20

ლაბორატორიული ტესტების/კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა 24-საათიან რეჟიმში: სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფობრიობის, რეზუსფაქტორისა და შედედების დროის, შაქრის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში, აგრეთვე მიკრობიოლოგიური კვლევები და პროფილის გათვალისწინებით – სტანდარტული ტესტები

ა) კლინიკური  და ბიოქიმიური დიაგნოსტიკური ლაბორატორიული სერვისები უნდა განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან იმავე ფაქტობრივ მისამართზე ხელშეკრულების საფუძველზე;

 

ბ) მიკრობიოლოგიური, იმუნოლოგიური, სეროლოგიური, მოლეკულური დიაგნოსტიკური ლაბორატორიული სერვისი უნდა განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე, ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას;

 

გ) პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის, სტომატოლოგიური სერვისების მიმწოდებლებისთვის ლაბორატორიული ტესტების/კვლევების ჩატარება შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე, ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას;

 

დ) ლაბორატორიული სერვისის სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების ფარგლებში უზრუნველყოფის შემთხვევაში, სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საქმიანობის სანებართვო დანართი ან შეტყობინება მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობაზე“.

 

5. 201 პუნქტის შენიშვნის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა: სავალდებულოდ არ ვრცელდება: პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის, დერმატოლოგიური, ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური  და სტომატოლოგიური სერვისების მიმწოდებლებზე.“.

6. 25-ე პუნქტით განსაზღვრული შენიშვნის გრაფის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არ მოეთხოვება ნარკოლოგიური, დერმატოლოგიური, ფსიქიატრიული, ოფთალმოლოგიური,  ოტორინოლარინგოლოგიური და სტომატოლოგიური საქმიანობებისას;“.

7. 27-ე პუნქტით განსაზღვრული შენიშვნის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფუნქციური  საწოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სრული არაინვაიზიური, უწყვეტი ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებით: NIBP, პულსოქსიმეტრია; თითოეულ საწოლთან უნდა იყოს ერთი ჟანგბადის წყარო ფლოუმეტრით და 2 დენის წყაროს მიმღები  (პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებს უნდა ჰქონდეს ასაკის შესაბამისი მახასიათებლები);

ბ) არ მოეთხოვება სტომატოლოგიური საქმიანობებისას.“.

8. „დამატებითი სანებართვო პირობების“ ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIII1 ნაწილი („ზოგადი ანესთეზიით სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების შემთხვევაში, სტაციონარს დამატებით უნდა ჰქონდეს“):

 

„XIII1

 

ზოგადი ანესთეზიით სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების შემთხვევაში,

სტაციონარს დამატებით უნდა ჰქონდეს

 

1

სამანიპულაციოს/მცირე სოპერაციოს ტიპის სტომატოლოგიური კაბინეტი

ა) სამანიპულაციოში/საოპერაციოში მიკროორგანიზმებისა და ვირუსების არანაკლებ 95%-ის ინაქტივაციის უზრუნველყოფა;

ბ) ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 18 მ2-ისა;

გ) არის ჟანგბადის ერთი წყარო ფლუომეტრით და სამი დენის წყაროს მიმღები

2

მოწყობილობა ზოგადი ანესთეზიისათვის

აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს ქირურგიული პროფილის მომსახურებისათვის გათვალისწინებული საოპერაციო ბლოკის გამოყენებისას

3

რეანიმაციული ღონისძიებების მიწოდების უზრუნველსაყოფად, პალატა/დარბაზი, რომელშიც უზრუნველყოფილია:

 

ა) პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, შესაბამისი მახასიათებლების აღჭურვილობის უზრუნველყოფა;

 

ბ) არ მოეთხოვება რეანიმაციის ნებართვის დანართის არსებობის შემთხვევაში

3.1

შესაბამისი ექიმ-სპეციალისტ(ებ)ით მომსახურება

 

3.2

ხელოვნური  სუნთქვის აპარატი, ჟანგბადის წყარო,  ლარინგოსკოპი და  ენდოტრაქეალური მილები  ყველა ასაკისათვის, დეფიბრილატორი

 

3.3

გულ-ფილტვის რეანიმაციის მობილური ტუმბო (CPR CARD)

 

3.4

საჰაერო გზების ადეკვატური მართვისთვის საჭირო საშუალებების სრული კომპლექტი:  სასანაციო, საინტუბაციო, ჰაერგამტარი მილები, ნაზალური კანულა, ნიღაბი, ნებულაიზერი, ლარინგოსკოპი, ამბუს ტომარა

 

3.5

სარეანიმაციო საწოლი, რომელიც უზრუნველყოფილია სრული არაინვაიზიური, უწყვეტი ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებით:  ეკგ,  NIBP,  პულსოქსიმეტრია

ა) ერთსაწოლიანი სივრცის მინიმალური ფართი უნდა იყოს 17

მ​2, დაცილება საწოლებს, საწოლების გვერდით ზედაპირებსა და კედლებს, ასევე საწოლის ბოლოსა და კედელს შორის 1,5 მ,  საწოლის თავის დაცილება კედელთან არანაკლებ 0.7 მ-ისა;

 

ბ) საწოლთა განთავსება უნდა იძლეოდეს 3600-იანი მისადგომობის შესაძლებლობას.“.

4

სამედიცინო დანიშნულების აირების მიწოდების უსაფრთხო ქსელი

 

5

სამანიპულაციოში/საოპერაციოში, რეანიმაციული ღონისძიებების პალატაში/დარბაზში ხელოვნური ვენტილაციის (ცენტრალური), გათბობისა და გაგრილების სისტემების უზრუნველყოფა

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი