დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 13/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300200000.48.065.016031 |
|
საქართველოს საპატენტო კანონის 81 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 111214001, 16.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 300200000.48.065.016003) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. დამტკიცდეს დიზაინის რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმა (დანართი №1)“. 2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შევიდეს ცვლილება და ინსტრუქციის: ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს: ა.ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები: „დ1) ისმო – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია; დ2) ჰააგის შეთანხმება – დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ჰააგის შეთანხმების 1960 წლის 28 ნოემბრის ჰააგის ან/და 1999 წლის 2 ივლისის ჟენევის აქტები;“; ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საერთაშორისო კოდი – ისმოს სტანდარტით ST.80 დადგენილი, მონაცემთა იდენტიფიკაციის საერთაშორისო შეთანხმებით მიღებული ორნიშნა რიცხვითი კოდი;“; ა.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საერთაშორისო ბიულეტენი – ოფიციალური გამოცემა, რომელშიც ისმოს საერთაშორისო ბიურო აქვეყნებს მონაცემებს საერთაშორისო დიზაინების რეგისტრაციის შესახებ ჰააგის შეთანხმების შესაბამისად;“; ა.დ) „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები: „კ) ისმოს ციფრული წვდომის სისტემა „DAS“ (შემდგომ – „DAS“) – ისმოს ელექტრონული სისტემა, რომელიც მის მონაწილე ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს საშუალებას აძლევს, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უსაფრთხოდ გაცვალონ პარიზის კონვენციით გათვალისწინებული განაცხადის პრიორიტეტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; ლ) დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაცია (შემდგომში – ლოკარნოს კლასიფიკაცია) – 1968 წლის 8 ოქტომბერს ხელმოწერილი დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ლოკარნოს შეთანხმებით მიღებული საერთაშორისო კლასიფიკაცია.“; ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განაცხადის წარდგენა საქპატენტში ხდება მატერიალური ფორმით ან ელექტრონული სისტემის – https://online.sakpatenti.gov.ge/ (შემდგომში – ელექტრონული სისტემა) მეშვეობით.“. გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 – 26 პუნქტები: „21. საგანაცხადო მასალების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განცხადება შეტანილ უნდა იქნეს საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული განცხადების ფორმით, ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით დადგენილი წესით, ხოლო ელექტრონული სისტემით წარდგენისას, საგანაცხადო მასალის შეტანა ხდება საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 22. საქპატენტში საგანაცხადო მასალების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განაცხადზე საქმისწარმოების ფარგლებში, განმცხადებელს ყველა სახის დოკუმენტი ეგზავნება მატერიალური ფორმით. 23. საქპატენტში საგანაცხადო მასალების ელექტრონული სისტემით წარდგენის შემთხვევაში, განაცხადზე საქმისწარმოების ფარგლებში, განმცხადებელს ყველა სახის დოკუმენტი ეგზავნება საქპატენტის ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მისთვის ჩაბარებულად ითვლება ელექტრონულ სისტემაში ასახვისთანავე. ამ მომენტიდან იწყება კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლა ყველა შესაბამისი მომდევნო ქმედებისთვის. 24. საქპატენტში განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შემდგომ, განმცხადებლის მიერ საქმისწარმოების მატერიალური ფორმით გაგრძელების მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის დღიდან განაცხადზე აღარ გავრცელდება ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით საფასურებზე კანონმდებლობით დადგენილი შეღავათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 25. საქპატენტში განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის შემდგომ განმცხადებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს საქმისწარმოების ელექტრონული ფორმით გაგრძელება. ამ შემთხვევაში განაცხადზე არ გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დადგენილი შეღავათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 26. დამატებითი ინფორმირების მიზნით, განმცხადებელს შესაძლებელია გაეგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება განაცხადთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ.“; დ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის 22 და 23 პუნქტებით გათვალისწინებული საქმისწარმოების წესები ვრცელდება ასევე დიზაინის რეგისტრაციის შემდგომ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაზეც.“; ე) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პრიორიტეტის დამადასტურებელ საბუთს, თუ მოითხოვება საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტი.“; ვ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ერთ-ერთი თანადიზაინერია, განაცხადს უნდა დაერთოს თანადიზაინერთა სათანადოდ დამოწმებული წერილობითი თანხმობა, თუ მათ შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში განაცხადს უნდა დაერთოს ხელშეკრულების დამოწმებული ასლი.“; ზ) მე-4 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. წარმომადგენლის დანიშვნა 1. საქპატენტში განაცხადის წარდგენისას ან წარდგენის შემდეგ განმცხადებელს უფლება აქვს დანიშნოს წარმომადგენელი წერილობითი მინდობილობის საფუძველზე. 2. წარმომადგენლის დანიშვნის შემთხვევაში საქპატენტი განმცხადებლისთვის განკუთვნილ ყველა დოკუმენტს უგზავნის წარმომადგენელს. 3. წარმომადგენელზე გაცემული მინდობილობა უნდა შეიცავდეს: ა) მარწმუნებლის სახელსა და გვარს (სახელწოდებას), იურიდიულ მისამართს, ასევე, ფიზიკური პირის შემთხვევაში – მარწმუნებლისა და რწმუნებულის პირად ნომერს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს; გ) მინდობილობის შედგენის თარიღსა და ადგილს; დ) მარწმუნებლის ხელმოწერას; ე) მინდობილობის მოქმედების ვადას. თუ ვადა აღნიშნული არ არის, მინდობილობა ძალაშია მარწმუნებლის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტამდე. 4. მინდობილობა ფორმდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ის არის შედგენილი. 5. უცხოელი განმცხადებელი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია საქპატენტის მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში დანიშნოს წარმომადგენლად საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გაეგზავნება მისთვის განკუთვნილი ყველა საბუთი. უცხოელი განმცხადებელი წარმომადგენელზე მინდობილობას გასცემს უშუალოდ თვითონ ან სათანადო უფლებამოსილების მქონე რწმუნებულის მეშვეობით. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, საქპატენტი იხსნის ვალდებულებას საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მხარისათვის გაგზავნის თაობაზე.“; თ) მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. განცხადების შევსების წესი“; ი) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს; კ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განცხადება ივსება ქართულ ენაზე, ნაბეჭდი სახით;“; ლ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განმცხადებლ(ებ)ის სახელს და გვარს (საერთაშორისო კოდი – 71) და პირად ნომერს, იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის სახელწოდებას და საიდენტიფიკაციო ნომერს;“; მ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) წარმომადგენლის სახელს/სახელწოდებას, მისამართს, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართს (საერთაშორისო კოდი – 74), თუ განაცხადი წარდგენილია დიზაინერის წარმომადგენლის ან უფლებამონაცვლის მეშვეობით;“; ნ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ განცხადების შევსებისას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ან „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მითითებულია, რომ განმცხადებელი იმავდროულად შემკვეთი ან დამსაქმებელია, განმცხადებელს არ ეკისრება განმცხადებელსა და დასაქმებულს ან შეკვეთის მიმღებს შორის დადებული ხელშეკრულების წარმოდგენის ვალდებულება.“; ო) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. განცხადება უნდა იყოს ხელმოწერილი და ხელმოწერის დღით დათარიღებული განმცხადებლის ან წარმომადგენლის მიერ და მიეთითოს ხელმომწერი პირის სრული სახელი.“; პ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროდუქტის დასახელება უნდა იყოს ფორმულირებული ისეთი სახით, რომ შეესაბამებოდეს მის არსს და დანიშნულებას და შესაძლებელი იყოს პროდუქტის კლასიფიცირება ლოკარნოს კლასიფიკაციის მხოლოდ ერთ კლასში. ამასთან, უნდა შეესაბამებოდეს ამ კლასის ჩამონათვალის შესაბამის დასახელებას.“; ჟ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დიზაინის გამოსახულება უნდა შესრულდეს გრაფიკული ან ფოტოგრაფიული გამოსახულების სახით და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: “. რ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე-ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თითოეული რაკურსის გამოსახულების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 16x16 სმ-ს და არ იყოს 3x3 სმ-ზე ნაკლები; ვ) გამოსახულება არ უნდა შეიცავდეს განმარტებითი სახის წარწერას ან სხვა ისეთ ელემენტს, რომელიც დასაცავი დიზაინის ნაწილს არ წარმოადგენს;“; ს) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დიზაინის ის ნაწილი, რომელზეც არ მოითხოვება დაცვა, გამოსახულებაზე მითითებულ უნდა იქნეს წყვეტილი ხაზით, ან ნაჩვენები უნდა იყოს გაბუნდოვნების, ფერით დაჩრდილვის, ან იმ ნაწილის შემოსაზღვრის გზით, რომელზეც მოითხოვება დაცვა.“; ტ) მე-7 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თუ დიზაინი წარმოადგენს პროდუქტების ნაკრებს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ესთეტიკური და ფუნქციური ურთიერთშეთავსებადობით, იგი წარდგენილ უნდა იქნეს ერთი გამოსახულების სახით, ამასთან, მასში შემავალი თითოეული პროდუქტი ნაჩვენები უნდა იყოს ცალ-ცალკე. ნაკრების სახით, ერთ დიზაინად წარმოდგენილი ყველა პროდუქტი ექვემდებარება საერთო დაცვას. 10. განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, გამოსახულება წარდგენილ უნდა იქნეს ქაღალდზე ერთ ეგზემპლარად, ამასთან, დასაშვებია გამოსახულების მეორე ეგზემპლარის ელექტრონული ფორმით „JPEG (.jpg, .jpeg)” ფორმატით წარდგენა. განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში ელექტრონულად ატვირთული გამოსახულების მაქსიმალური ზომა უნდა იყოს 5MB, ხოლო გარჩევადობა 100-300 dpi-ს ფარგლებში.“; უ) მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განმცხადებელმა მრავლობით განაცხადში მოცემული დიზაინების გამოსახულებებს უნდა მიანიჭოს თანმიმდევრული ნუმერაცია ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად. 3. თუ დადგინდა, რომ მრავლობით განაცხადში გაერთიანებული დიზაინები არ მიეკუთვნება საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ. განმცხადებელი ვალდებულია შეტყობინების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში დაყოს განაცხადი და საქპატენტს წარუდგინოს გამოცალკევებული განაცხადი.“; ფ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გაერთიანებულ განაცხადში შემავალ ყველა დიზაინს უნარჩუნდება შესაბამისი პრიორიტეტი.“; ქ) მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გამოცალკევებული განაცხადის ფარგლები არ უნდა სცილდებოდეს იმ განაცხადის ფარგლებს, რომლისგანაც მოხდა გამოცალკევება. 3. განაცხადზე, რომლისგანაც მოხდა განაცხად(ებ)ის გამოცალკევება, საქმისწარმოება გრძელდება, ხოლო გამოცალკევებულ განაცხადში შემავალ დიზაინს უნარჩუნდება იმ განაცხადის პრიორიტეტი, რომლისგანაც მოხდა გამოცალკევება.“; ღ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. საგანაცხადო მასალების მიღების პროცედურა 1. საქპატენტში წარდგენისთანავე საგანაცხადო მასალებს ენიჭება საქმის ნომერი და წარდგენის თარიღი. 2. განაცხადის წარდგენისთანავე გაიცემა ცნობა დიზაინის საგანაცხადო მასალების მიღების შესახებ, რომელშიც აღნიშნულ იქნება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, ასევე, წარდგენილი დიზაინების რაოდენობა და გამოსახულება. აღნიშნული ცნობა არ წარმოადგენს შეტანის თარიღის დამადასტურებელ საბუთს.“. ყ) მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტი საქპატენტში განაცხადის შეტანისთანავე ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებამდე, ამასთან, უნდა გადაიხადოს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნისთვის დადგენილი საფასური. განაცხადის წარდგენისას დაცული უნდა იყოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ვადა. 2. საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნიდან 3 თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს პირველი განაცხადის მიმღები უწყების მიერ დამოწმებული პირველი განაცხადის ასლი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.“; შ) მე-13 მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საქპატენტში პირველი განაცხადის დამოწმებული ასლის მიღება შესაძლებელია, ასევე, „DAS“-ის მეშვეობით. აღნიშნულ შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტში წარადგინოს „DAS“-ის შესაბამისი კოდი და „DAS“-ში განთავსებული დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.“; ჩ) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის მიზნებისთვის განაცხადთან დაკავშირებული ქმედებებისათვის დადგენილი ვადები (გარდა შეტანის თარიღის დადგენისა) აითვლება შესაბამისი საფასურის გადახდის დღიდან.“; ც) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქპატენტი განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას ატარებს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს ერთი თვისა განაცხადის წარდგენის თარიღიდან, თუ გადახდილია ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასური.“; ძ) მე-16 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილება ეგზავნება განმცხადებელს.“; წ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დიზაინის გამოქვეყნების გადადების მოთხოვნის წარდგენა დასაშვებია დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. გამოქვეყნების გადადების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას.“; ჭ) მე-19 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. დიზაინის გამოქვეყნების გადადების მოთხოვნის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში გადახდილ უნდა იქნეს დადგენილი საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა დარჩება განუხილველი.“; ხ) მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცვლილებები ან/და შესწორებები, რომლებიც ეხება დიზაინის გამოსახულებას, პროდუქტის დასახელებას და აღწერილობას, დასაშვებია ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებამდე, თუ ამ ქმედებით არ იცვლება დიზაინის დაცვის ფარგლები.“; ჯ) მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში, საქპატენტში წარდგენილ უნდა იქნეს ცვლილების დამადასტურებელი საბუთი. თუ მოთხოვნა წარდგენილია წარმომადგენლის მიერ, წარდგენილ უნდა იქნეს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.“; ჰ) მე-20 მუხლს მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები: „61. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისთვის, საფასური გადახდილ უნდა იქნეს ცვლილების მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა დარჩება განუხილველი. 62. როგორც საქმისწარმოების ეტაპზე, ისე რეგისტრაციის შემდეგ, მიმოწერის მისამართის ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში, საფასურის გადახდა არ მოითხოვება.“; ჰ1) 21-ე მუხლს მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება ეხებოდეს მასში შემავალ ერთ ან რამდენიმე დიზაინს.“; ჰ2) 22-ე მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. განაცხადის განხილვის შეჩერების შესახებ, განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, გადახდილ უნდა იქნეს დადგენილი საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა განაცხადის განხილვის შეჩერების შესახებ დარჩება განუხილველი.“; ჰ3) 24-ე მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. განაცხადი გამოთხოვილად მიიჩნევა განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ ჩანაწერის რეესტრში შეტანის დღიდან.“; ჰ4) 24-ე მუხლს მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები შეიძლება ეხებოდეს განაცხადში შემავალ ერთ ან რამდენიმე დიზაინს.“; ჰ5) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. განაცხადის დამოწმებული ასლის მოთხოვნა 1. განმცხადებელს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების შემდეგ, უფლება აქვს მოითხოვოს განაცხადის დამოწმებული ასლი. 2. საგანაცხადო მასალების დამოწმებული ასლის მოთხოვნის შესახებ განცხადების საქპატენტში წარდგენიდან ერთი თვის ვადაში გადახდილ უნდა იქნეს დადგენილი საფასური. 3. საგანაცხადო მასალების დამოწმებულ ასლს საქპატენტი გასცემს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდიდან ათი დღის ვადაში. 4. განმცხადებლის მოთხოვნით საქპატენტის მიერ საგანაცხადო მასალების დამოწმებული ასლის გაცემა შესაძლებელია, ასევე, „DAS“-ის მეშვეობით. 5. საგანაცხადო მასალების დამოწმებული ასლის გაცემის საფასურის ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნა დარჩება განუხილველი. 6. დამოწმებული ასლი აისახება ელექტრონულ სისტემაში. მისი მატერიალური ფორმით გაცემა განხორციელდება განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში.“; ჰ6) 26-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. საერთაშორისო დიზაინის ექსპერტიზა“; ჰ7) 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, საქპატენტი დიზაინის საერთაშორისო ბიულეტენის გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში ატყობინებს ამის თაობაზე საერთაშორისო ბიუროს.“. ჰ8) 26-ე მუხლის მე-5–მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს კანონის მე-20 მუხლით დადგენილი წესით. 6. თუ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე არ გასაჩივრდა, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ძალაში შედის საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღიდან. 7. თუ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების ან გავრცელებაზე უარის შესახებ გასაჩივრდა სააპელაციო პალატაში ან სასამართლოში, რის საფუძველზეც სააპელაციო პალატის ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედება გავრცელდა საქართველოს ტერიტორიაზე, რეგისტრაციის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ძალაში შევა საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღიდან. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე ერთი თვის ვადაში ქვეყნდება ბიულეტენში.“; ჰ9) 26-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-9 პუნქტი. ჰ10) 26-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საქპატენტს ინფორმაცია კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გაუქმების შესახებ შეაქვს ელექტრონულ სისტემაში და აქვეყნებს ბიულეტენში.“; ჰ11) 26-ე მუხლს მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. საქპატენტს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე ბათილად ცნობის შესახებ ინფორმაცია შეაქვს ელექტრონულ სისტემაში, აქვეყნებს ბიულეტენში და აცნობებს საერთაშორისო ბიუროს.“; ჰ12) 26-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი: „მუხლი 261. საერთაშორისო განაცხადის წარდგენა საქპატენტის მეშვეობით 1. განმცხადებელს უფლება აქვს დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის მიზნით განაცხადი ისმოს საერთაშორისო ბიუროში შეიტანოს საქპატენტის მეშვეობით. 2. საქპატენტის მეშვეობით განაცხადის წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა მიმართოს საქპატენტს შესაბამისი განცხადებით და წარადგინოს საერთაშორისო განაცხადი, რომელიც შედგება სათანადოდ შევსებული ისმოს მიერ დადგენილი (DM/1) განაცხადის ბლანკისგან და დიზაინის გამოსახულებისაგან. თუ განაცხადი წარდგენილია განმცხადებლის წარმომადგენლის მიერ, საგანაცხადო მასალებს უნდა ერთოდეს განმცხადებლის მიერ გაცემული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. 3. წარდგენილი საერთაშორისო განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს ჰააგის შეთანხმების მოთხოვნებს. 4. საქპატენტის მეშვეობით საერთაშორისო განაცხადის წარდგენის შემთხვევაში განაცხადი უნდა შეივსოს ინგლისურ ენაზე და საერთაშორისო ბიუროსთვის გადახდილ უნდა იქნეს ჰააგის შეთანხმებით განსაზღვრული საფასური. 5. საქპატენტის მეშვეობით საერთაშორისო განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებლის სახელზე გაიცემა ცნობა საგანაცხადო მასალების მიღების შესახებ, რომელშიც მიეთითება საგანაცხადო მასალების გვერდების რაოდენობა და წარდგენის თარიღი. 6. საერთაშორისო განაცხადის მიღებიდან ათი დღის ვადაში საქპატენტი ამოწმებს გადახდილი საფასურის ოდენობას და საგანაცხადო მასალების შესაბამისობას ჰააგის შეთანხმების მოთხოვნებთან. 7. თუ საგანაცხადო მასალები არ აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ერთი თვის ვადაში აღნიშნული ხარვეზის შევსების თაობაზე. ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში საგანაცხადო მასალების წარდგენის თარიღად ჩაითვლება ხარვეზის შევსების თარიღი. 8. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზი არ იქნება შევსებული დადგენილ ვადაში, განცხადება დარჩება განუხილველი. 9. თუ საერთაშორისო განაცხადი აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, საქპატენტი უზრუნველყოფს მის გაგზავნას საერთაშორისო ბიუროში, საერთაშორისო განაცხადის მასალების საქპატენტში წარდგენის ან ხარვეზის შევსების თარიღიდან ერთი თვის ვადაში. 10. საქპატენტი განმცხადებელს აცნობებს საერთაშორისო განაცხადის საერთაშორისო ბიუროში გაგზავნის ფაქტის შესახებ გაგზავნიდან 5 დღის ვადაში.“; ჰ13) 27-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. დიზაინის რეგისტრაციის და მოწმობის გაცემის წესი“; ჰ14) 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დიზაინის რეგისტრაციის დღიდან ერთი თვის ვადაში საქპატენტი გასცემს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილ მოწმობას, რომელიც დამოწმებული იქნება ბეჭდით.“; ჰ15) 27-ე მუხლს მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები: „61. დიზაინის რეგისტრაციის მოწმობის ფორმა მტკიცდება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 62. დიზაინის რეგისტრაციის მოწმობა აისახება ელექტრონულ სისტემაში და, განაცხადზე მატერიალური ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მფლობელს გადაეცემა მატერიალური ფორმით, ხოლო ელექტრონული ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მისი მატერიალური ფორმით გაცემა განხორციელდება მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში.“; ჰ16) 27-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი: „მუხლი 271. დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაცია 1. დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა ხორციელდება კანონის 22-ე მუხლით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით. 2. განაცხადს დაჩქარებული რეგისტრაციის მოთხოვნით უდასტურდება შეტანის თარიღი და მისი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან სამი დღის ვადაში, თუ გადახდილია დაჩქარებული რეგისტრაციისათვის დადგენილი შესაბამისი საფასური. 3. თუ განაცხადი წარდგენილია კანონისა და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესების დაცვით, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ. 4. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ და ხარვეზის შესავსებად ეძლევა შეტყობინების ჩაბარებიდან 15 დღე. თუ აღნიშნულ ვადაში განმცხადებელი არ შეავსებს გამოვლენილ ხარვეზს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ და განაცხადს განიხილავს კანონითა და ამ ინსტრუქციის მე-3 თავით დადგენილი წესით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქპატენტის მიერ გამოტანილ იქნება გადაწყვეტილება დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ, განმცხადებელს შესაბამისი განცხადების საფუძველზე, უბრუნდება დაჩქარებული რეგისტრაციისათვის გადახდილი საფასურის 50%. 6. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან 7 დღის ვადაში საქპატენტი ატარებს არსობრივ ექსპერტიზას კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას დიზაინის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 7. საქპატენტი, დიზაინის გამოქვეყნებისა და რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში, არეგისტრირებს დიზაინს რეესტრში, რეგისტრირებული დიზაინის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში და გასცემს მოწმობას დაჩქარებული რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ამ ინსტრუქციის 27-ე მუხლის 6 – 62 პუნქტებით განსაზღვრული წესით. 8. კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაჩქარებული რეგისტრაციისათვის გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება. ჰ17) 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განმცხადებლის, დიზაინის მფლობელის, ან/და მესამე პირის მოთხოვნის საფუძველზე, საქპატენტის მიერ კანონით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებისათვის საფასურის გადახდა ხდება ასეთი ქმედების მოთხოვნით საქპატენტისთვის მიმართვიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა დარჩება განუხილველი.“; ჰ18) 28-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ შემთხვევაში, თუ საფასური გადახდილია ისეთი ქმედებისთვის, რომელიც არ შესრულდა, შესაბამისი განცხადების საფუძველზე საქპატენტი აბრუნებს გადახდილ თანხას.“; ჰ19) 28-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საფასურის გადახდა უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებით, საქპატენტის სახაზინო ანგარიშზე.“; ჰ20) 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელება და რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების საფასური 1. დიზაინის რეგისტრაცია შეიძლება გაგრძელდეს მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ხუთწლიანი პერიოდით. დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადას აგრძელებს საქპატენტი, დიზაინის მფლობელის მიერ საქპატენტში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდგომ. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადების საქპატენტში წარდგენა და შესაბამისი საფასურის გადახდა ხდება მიმდინარე ხუთწლიანი პერიოდის მეხუთე წლის განმავლობაში. 3. მიმდინარე ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვამდე 3 თვით ადრე საქპატენტი უფლებამოსილია, მფლობელს, დამატებითი ინფორმირების სახით, გაუგზავნოს შეტყობინება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საფასურის გადახდის მოთხოვნით. მფლობელისათვის აღნიშნული შეტყობინების ჩაუბარებლობა არ ახდენს გავლენას დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების გაუქმების გადაწყვეტილებაზე. 4. შემდგომი ხუთწლიანი პერიოდით რეგისტრაციის მოქმედების გაგრძელებისათვის გათვალისწინებული საფასური გადახდილ უნდა იქნეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადების საქპატენტში შეტანიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა დარჩება განუხილველი. 5. მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ხუთწლიანი პერიოდებისათვის დიზაინის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების საფასურის ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მფლობელს საფასურის გადახდისათვის ეძლევა ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი, რომელიც მოიცავს დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების მიმდინარე ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვის თარიღიდან მომდევნო ექვს თვეს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მფლობელის მიერ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში დიზაინის რეგისტრაცია უქმდება.“; ჰ21) ინსტრუქციის 31-ე მუხლი ამოღებულ იქნეს; ჰ22) ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 32-ე–34-ე მუხლები: „მუხლი 32. ქმედებები რეესტრში 1. დიზაინის მფლობელს უფლება აქვს, სათანადო განცხადების წარდგენით, შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, მოითხოვოს რეესტრში ცვლილების შეტანა. ცვლილება შეიძლება ეხებოდეს დიზაინერის, მფლობელის ან მისი წარმომადგენლის სახელს და/ან მისამართს. საფასური გადახდილ უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა დარჩება განუხილველი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში საქპატენტში წარდგენილ უნდა იქნეს ცვლილების დამადასტურებელი საბუთი. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარდგენილია წარმომადგენლის მიერ, საქპატენტს უნდა წარედგინოს მფლობელის მიერ გაცემული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. 3. წარმომადგენლის ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებელია მფლობელის მიერ გაცემული, ახალი წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა. 4. უფლებების გადაცემის, ლიცენზიის, ან გირავნობის ხელშეკრულებების რეგისტრაციის მოთხოვნით საქპატენტისთვის მიმართვის შემთხვევაში წარდგენილ უნდა იქნეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარდგენილია წარმომადგენლის მიერ, ხელშეკრულებასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს ერთ-ერთი მხარის მიერ გაცემული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ქმედებების რეესტრში ასახვისათვის, დადგენილი საფასური გადახდილ უნდა იქნეს მიმართვიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა დარჩება განუხილველი. 6. ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით საქპატენტისთვის მიმართვის შემთხვევაში წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ორგანოს ან სასამართლოს მიერ გაცემული საბუთი. 7. თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მფლობელს ეგზავნება შეტყობინება ერთი თვის ვადაში ხარვეზის შევსების შესახებ. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მფლობელის განცხადება რჩება განუხილველი. 8. საქპატენტს შესაბამისი ცვლილებები მიმართვიდან ერთი თვის ვადაში შეაქვს რეესტრში და აქვეყნებს ბიულეტენში. 9. დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების გაგრძელების, გაუქმების, ან ბათილად ცნობის შემთხვევაში, საქპატენტს შესაბამისი ცვლილებები შეაქვს რეესტრში და აქვეყნებს ბიულეტენში. 10. რეესტრში განხორციელებული ცვლილების, უფლებების გადაცემის, ასევე, ლიცენზიის, ან გირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციის შემთხვევაში, გაიცემა მოწმობის დანართი. დანართი იბეჭდება საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებულ ბლანკზე, რომელსაც ხელს აწერს საქპატენტის თავმჯდომარე და დასტურდება ბეჭდით. მოწმობის დანართი აისახება ელექტრონულ სისტემაში და, განცხადებაზე მატერიალური ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მფლობელს გადაეცემა მატერიალური ფორმით, ხოლო ელექტრონული ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მისი მატერიალური ფორმით გაცემა განხორციელდება მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში.“; მუხლი 33. დუბლიკატის გაცემა 1. დიზაინის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქპატენტისთვის განცხადებით მიმართვისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, დასაშვებია გაიცეს დიზაინის მოწმობის დუბლიკატი. 2. დუბლიკატი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიზაინის რეგისტრაცია ძალაშია. 3. თუ განცხადება წარდგენილია წარმომადგენლის მიერ, განცხადებასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს ასევე მფლობელის მიერ გაცემული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. 4. დიზაინის მოწმობის დუბლიკატის მოთხოვნისათვის დადგენილი საფასური გადახდილ უნდა იქნეს მიმართვიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. 5. საქპატენტი დუბლიკატს გასცემს შესაბამისი საფასურის გადახდიდან ათი დღის ვადაში. 6. დიზაინის მოწმობის დუბლიკატი გაიცემა 27-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული ფორმით ამ დუბლიკატის გაცემის პერიოდისათვის რეესტრში არსებული მონაცემების შესაბამისად და ზედა მარჯვენა კუთხეში დასტურდება შტამპით „დუბლიკატი“. 7. დუბლიკატი აისახება ელექტრონულ სისტემაში და, განცხადებაზე მატერიალური ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მფლობელს გადაეცემა მატერიალური ფორმით, ხოლო ელექტრონული ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მისი მატერიალური ფორმით გაცემა განხორციელდება მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში. მუხლი 34. ამონაწერი რეესტრიდან 1. ნებისმიერ პირს, საქპატენტისთვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს ამონაწერი რეესტრიდან. 2. რეესტრიდან ამონაწერის მისაღებად გადაიხდება კანონმდებლობით დადგენილი საფასური. საფასური გადახდილ უნდა იქნეს საქპატენტში მოთხოვნის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. 3. ამონაწერი გაიცემა საფასურის გადახდიდან 10 დღის ვადაში უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და აისახება მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით, ხოლო მატერიალური ფორმით გაიცემა განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში. 4. ამონაწერი რეესტრიდან უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) განაცხადის ნომერს; ბ) განაცხადის შეტანის თარიღს; გ) რეგისტრაციის ნომერს; დ) დიზაინის მფლობელ(ებ)ის სახელს და გვარს (სახელწოდებას); ე) წარმომადგენლის სახელს და გვარს (სახელწოდებას); ვ) დიზაინერ(ებ)ის სახელს და გვარს; ზ) საერთაშორისო კლასიფიკაციის ინდექსს; თ) პროდუქტის დასახელებას; ი) პრიორიტეტის მონაცემებს; კ) დიზაინის გამოსახულებას; ლ) ბიულეტენში განაცხადის გამოქვეყნების ნომერს და თარიღს; მ) ბიულეტენში რეგისტრაციის გამოქვეყნების ნომერს და თარიღს; ნ) რეგისტრაციის მოქმედების დაწყების თარიღს; ო) რეგისტრაციის სტატუსს; პ) რეგისტრაციის მოქმედების მიმდინარე ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვის თარიღს; ჟ) ინფორმაციას რეესტრში განხორციელებული ცვლილებების, უფლებების გადაცემის, ლიცენზიის გაცემის, გირავნობის, ყადაღის და სხვა ქმედებების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები