„დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 132/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016594
132/04
16/09/2021
ვებგვერდი, 17/09/2021
220010020.18.011.016594
„დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №132/04

2021 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

„დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 03/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 220010020.18.011.016357) დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უნდა უზრუნველყოს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, საპენსიო აქტივების მიღება და შენახვა;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) უნდა შეამოწმოს და დაადასტუროს, რომ ყველა საპენსიო აქტივი სწორად არის რეგისტრირებული დაგროვებითი საპენსიო სქემის ან სქემის სახელით/სასარგებლოდ მოქმედი საპენსიო სააგენტოს/აქტივების მმართველი კომპანიის სახელზე; სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია აწარმოოს ყველა საპენსიო აქტივის აღრიცხვა (რეესტრის წარმოება) და შესაბამისი ჩანაწერების განახლება;“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი:

„21. საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ცალკეულ საპენსიო აქტივებზე შესაძლებელია არ გავრცელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. აღნიშნულის მიუხედავად, სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია შეამოწმოს და დაადასტუროს, რომ ასეთი აქტივები სწორად არის რეგისტრირებული დაგროვებითი საპენსიო სქემის ან სქემის სახელით/სასარგებლოდ მოქმედი საპენსიო სააგენტოს/აქტივების მმართველი კომპანიის სახელზე და აწარმოოს მათი რეესტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს, რომ არ  მოხდეს  საპენსიო აქტივების  გასხვისება  ან გადაცემა  სპეციალიზებული  დეპოზიტარის ჩართულობის/ინფორმირებულობის გარეშე;  აგრეთვე,  მან მუდმივად  უნდა  ამოწმოს საპენსიო სააგენტოსა და აქტივების მმართველი კომპანიის არსებულ  ჩანაწერებსა და საკუთარ ჩანაწერებს შორის შესაბამისობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე