გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვახვრელსა და უფლისციხის (ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეული) დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვახვრელსა და უფლისციხის (ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეული) დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 189
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/09/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016030
189
10/09/2021
ვებგვერდი, 17/09/2021
000000000.00.148.016030
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვახვრელსა და უფლისციხის (ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეული) დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №189

2021 წლის 10 სექტემბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვახვრელსა და უფლისციხის (ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეული) დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად  

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის (ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეული) დასახლებაში არსებულ ქუჩებს მიენიჭოს სახელები თანდართული №1 დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის ერთ ფურცლად).

2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის (ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეული) დასახლებაში არსებულ ქუჩებს მიენიჭოს სახელები  თანდართული №2 დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის ერთ ფურცლად).

3. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს მუნიციპალიტეტის მერს. მერიამ მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო  ღონისძიებების გატარება.

4. განკარგულება  მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

5. განკარგულება გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რათა განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში  მოახდინოს  ვებგვერდზე მისი გამოქვეყნება.

6. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

7. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

  

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                  დავით რაზმაძე