უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-1908/ო
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 07/09/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2021
სარეგისტრაციო კოდი
02-1908/ო
07/09/2021
ვებგვერდი, 15/09/2021
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
 

საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება № 02-1908/ო

2021 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 36, მუხლი 9, მე-16 პუნქტი) და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მე-2 მუხლი, პირველი პუნქტი, „დ“ ქვეპუნქტი) შესაბამისად, ვბრძანებ:

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ (ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ქერჩის ქ. №8) ფილიალების ძველი ფაქტიური მისამართების:

ა) ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. №154;

ბ) თეთრიწყარო, რუსთაველის ქუჩა;

გ) ჩხოროწყუ, დავით აღმაშენებლის ქ.№19;

დ) ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ.№6.

 

ნაცვლად დაფიქსირდეს ახალი ფაქტიური მისამართები:

ა) ქ. ბათუმი, პუშკინის ქ.№154; ( საკადასტრო კოდი 05.27.11.033);

ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ქ. თეთრიწყარო, დიდგორის ქუჩის მიმდებარედ;

გ) ჩხოროწყუ, სტალინის ქუჩა, შესახვევი №3;

დ) ქ. წალენჯიხა, გამსახურდიას ქუჩა.


2. სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ (ს/კ 205307960, ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ქერჩის ქ. №8) მიეცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება შემდეგ ფაქტიურ მისამართზე:

ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, დაბა მანგლისი, ბლოკი №063, ნაკვეთი №099

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი:
სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ დირექტორის ა. კალანდიას განცხადება: №86246 06.09.2021წ. და თანდართული დოკუმენტაცია.

 

დირექტორი                                                                                                      ზაალ კაპანაძე