„პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 6 აგვისტოს №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 6 აგვისტოს №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ინსპექტორი
მიღების თარიღი 14/09/2021
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 010100000.72.084.016035
09
14/09/2021
ვებგვერდი, 14/09/2021
010100000.72.084.016035
„პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 6 აგვისტოს №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორი
 

სახელმწიფო ინსპექტორის

ბრძანება №09

2021 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 6 აგვისტოს №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.

1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2021 წლის 15 სექტემბრიდან.

2. ამ ბრძანების მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 01 იანვრიდან.“.

2. პირველი მუხლით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის“:

ა) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი. აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი დგება შესაბამისი მოქმედების მიმდინარეობისას, ხოლო მისი წერილობითი დადასტურება ფორმდება არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. წერილობითი ოქმი დგება შესაბამისი მოქმედების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. ოქმის შედგენის ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა არ ვრცელდება, თუ ოქმში უნდა აისახოს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია.“;

ბ) 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესით გათვალისწინებული სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სამსახურში ან სასამართლოში, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის მხარისათვის ჩაბარებიდან, ხოლო მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  განცხადების განუხილველად დატოვებიდან  30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

გ) VII თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII თავი:

თავი VIII. გარდამავალი დებულებანი

მუხლი 46. გარდამავალი  დებულებანი

1. ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან სამსახურის მიერ დაწყებულ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვაზე და შემოწმებებზე.

2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე სამსახურის მიერ დაწყებული მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა და შემოწმებები დასრულდეს ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული წესით, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03/07/2019, 010100000.72.084.016002).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია